LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზრდილობიანმა ქურდმა ჭურჭელი გარეცხა და სახლის პატრონებს ბოდიშის წერილიც დაუტოვა

116
SEC_219149530-fde0

აშშ-ში ქურდი სახლში შეიჭრა, ჭამა და წასვლამდე ჭურჭლის გარეცხვაც არ დავიწყებია. ამის შესახებ Metro წერს.

ინციდენტი ვაშინგტონის შტატში მოხდა. სახლის პატრონი ედი ანდუიო მოგზაურობიდან 23 აგვისტოს დაბრუნდა და სამზარეულოში ქურდის წერილს გადააწყდა. როგორც გაირკვა, უცნობი მამაკაცი სახლში შეიჭრა, სპაგეტი მოიმზადა, დაიბანა, სარეცხი გარეცხა და წავიდა, თან ახსნა-განმარტების ბარათიც დატოვა.

თავიდან ედიმ იფიქრა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. თუმცა, მოგვიანებით ჩატეხილი ფანჯარა და დაუპატიჟებელი სტუმრის სხვა კვალიც ნახა. მძარცველის დელიკატურობამ მამაკაცზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თანაც მას საჭმლის გარდა არაფერი წაუღია.
ქურდის პოვნა ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები