LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ფილმი, რომელიც ეკრანებზე აპრილში გამოდის

107

გამოცემა “ჰარპერ ბაზარი” იმ ფილმების სიას აქყვენებს, რომელთა პრემიერა აპრილის თვეშია დაგეგმილი. ყველა მათგანი უდაოდ მიიქცევს კინომანთა ყურადღებას, რადგან აქ შეხვდებით ყველა ჟანრისა და სტილის ფილმს ცნობილი მსახიობების მონაწილეობით. შემოთავაზებული ფილმებიდან ჩვენ 10 საუკეთესო გამოვარჩიეთ:

 

კოლოსალური / Colossal

რეჟისორ ნაჩო ვიგალონდოს სამეცნიერო დეტექტივი, სადაც მთავარ როლს ენ ჰეთეუეი ასრულებს. ფილმი ახალგაზრდა გოგონას შესახებ გვიყვება, რომელიც ნიუ-ორკში სამსახურს კარგავს, შეყვარებულს შორდება და მშობლიურ ქალაქში მიემგზავრება.

გამოსაშვები / Graduation 

ფილმი ახალგაზრდა გოგონასა და მამამისის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი გამოსაშვები გამოცდებისთვის ემზადება. მისი ამოცანაა, წარმატებით ჩააბაროს ბრიტანეთის უნივერსიტეტში და სამუდმაოდ დატოვოს პატარა ქალაქი, სადაც ის გაიზარდა. წარმატებული საგამოცდო ქულებისთვის მას მოუწევს უღალატოს საკუთარ პრინციპებს და არაკანონიერი გზით მოიპოვოს სასურველი შედეგი.

მათი ვარსკვლავური ნახევარი საათი / Their Finest 

ომის დროს ბრიტანეთში გადამღები ჯგუფი მოკლემეტრაჟიან პროპაგანდისტულ ფილმს იღებს, რომელმაც მეომრების საბრძოლო სულისკვეთება უნდა გაზარდოს.

ბილეთი / The Ticket 

ფილმი ახალგაზრდა მამაკაცის ისტორიას გვიყვება, რომელსაც მხედველობა აქვს დაკარგული. ის მეუღლესთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს, სანამ მის ცხოვრებაში სასწაული არ მოხდება. მამაკაცს მოულოდნელად მხედველობა უბრუნდება. უდიდეს სიხარულთან ერთად თავს იჩენს ახალი ცხოვრებისეული შესაძლებლობები, ოცნებები და ამბიციები. ფილმში მთავარ როლს დენ სტივენსი ასრულებს.

დაჯილდოებული / Gifted 

მარკ ვების ამ დრამაში მთავარ როლს კრის ევანსი ასრულებს. ფილმი 7 წლის გოგონას ისტორიას გვიყვება, რომელსაც ბიძა ზრდის. სკოლაში მისვლის პირველივე დღეს ფილმის მთავარ გმირს საოცარი მათემატიკური ნიჭი აღმოაჩნდება და მასწავლებელები დაჟინებთ ითხოვენ მის გადაყვანას განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდობეულ ბავშვთა სასწავლებელში. პარალელურად გოგონაზე პრეტენზიას აცხადებს ბებიაც, რომელიც მიიჩნევს, რომ პატარა მერი მასთან უნდა იზრდებოდეს. აღმოჩნდება, რომ გოგონას დედა დიდი მათემატიკოსი იყო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჩუმი ვნება / A Quiet Passion

ფილმი ცნობილი პოეტის, ემილი დიკინსონის ისტორიას გვიყვება, რომელიც გარდაცვალების შემდეგ ხდება პოპულარული. ფილმში მთავარ როლს სინტია ნიქსონი ასრულებს.

სროლა / Free Fire

ბრიტანელი რეჟისორის, ბენ უილტლის ფილმი, რომელიც 1978 წლის მოვლენებზე გვიყვება. საქმიანი ადამიანები ბოსტონის გარეუბანში იარაღზე ვაჭრობის საიდუმლო გეგმის განსახილველად ხვდებიან. საქმიანი საუბარი მალე ნამდვილ სისხლიან გარჩევაში გადაიზრდება. ფილმში მთავარ როლებს შარლტო კოპლი, ბრი ლარსონი და ჯეკ რეინორი ასრულებენ.

ბასტერის გული / Buster’s Mal Heart

სარა ადინა სმიტის ფილმი, რომელიც მისტიური ჟანრის მოყვარულებს დააინტერესებს. ფილმი მამაკაცის ისტორიას გვიყვება, რომელსაც გაორება აქვს. სურათში მთავარ როლს რამი მალეკი ასრულებს.

სფერო /  The Circle 

ფილმი ახალგაზრდა გოგონას შესახებ გვიყვება, რომელიც პრესტიჟულ ტექნოლოგიურ კომპანიაში იწყებს მუშაობას და ინოვაციურ ექსპერიმენტში ერთვება. ფილმში მთავარ როლებს ემა უოთსონი და ტომ ჰენქსი ასრულებენ.

როგორ გახდე ლათინოამერიკელი საყვარელი / How to Be a Latin Lover 

კომედიური ჟანრის სახალისო ფილმი რეჟისორმა კენ მარინომ გადაიღო და მასში მთავარ როლებს სელმა ჰაიეკი და კრისტენ ბელი ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები