LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 საუკეთესო ზოდიაქალური წყვილი

1337

შეყვარებულებს შორის ყოველთვის მჭიდრო ასტროლოგიური კავშირია, რაც ჩვეულებრივ, შეთავსების ჰოროსკოპის მკაცრ წესებს ემორჩილება. რთულია ადამიანის შეთხვევით შეყვარება, რადგან ნებისმიერი სიმპათია, ნაცნობობა და ურთიერთობა ასტრონომიულ მანათობლებს შორის ჰარმონიასა ან დისჰარმონიაზეა დამოკიდებული.

ვერძი და მერწყული

ვერძი და მერწყული თავგადასავლების მოყვარულები არიან. მათ არა იმდენად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ხიბლავთ, რამდენადაც ყოველდღიური ერთობლივი აღმოჩენები, გამონაკლისი არც ინტიმურ ცხოვრებაა. ზოდიაქოს ამ ნიშნებს ძალიან უყვართ ყველაფრის ერთად  კეთება და როცა სხვა წყვილები მუდმივი ურთიერთობით ან სიახლოვით იღლებიან, მათ არასდროს ბეზრდებათ ერთმანეთი და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ატარებენ დროს ერთ კომპანიაში. ეს მეტად მნიშვნელოვანი თვისება, მათ არა მარტო რომანტიკულ წყვილად აქცევს, არამედ საუკეთესო საქმიან პარტნიორებადაც, ამიტომ მათთვის ბევრად მარტივია ერთობლივი ოჯახური ბიზნესის წარმოება, საქმისთვის ან ურთიერთობისთვის ზარალის მიყენების გარეშე.

Young couple driving car laughing, Cape Town, Western Cape, South Africa

კურო და კირჩხიბი

კუროს და კირჩხიბს საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვთ, რადგან ორივეს თავისუფლად შეუძლია მეორე ნახევრის ყველა ნაკლისა და ღირსების მიღება, ეს კი, მათ ნებისმიერი კონფლიქტის სწრაფად მოგვარებასა და წლების მანძილზე ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებაში ეხმარება. ზოდიაქოს ამ ნიშნების მეტად მნიშვნელოვანი თვისებაა პარტნიორის მიმართ მადლიერების გრძნობა. ისინი ნებისმიერ წამოწყებაში მხარს უჭერენ ერთმანეთს, რაც ბედნიერი ქორწინების უმთავრესი ფუნდამენტი და საკმაოდ დიდ იშვიათობაა თანამედროვე ცხოვრებაში.

ტყუპები და მერწყული

ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ზოდიაქოლარი დამთხვევა! ზოდიაქოს სწორედ ამ ნიშნებს უყვარდებათ ერთმანეთი ერთი ნახვით და ნაცნობობიდან სულ რამდენიმე თვეში ან სულაც კვირაში ქორწინდებიან.  ტყუპებს და მერწყულს დიდი შემოქმედებითი პოტენციალი აქვთ, მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ ფანტასტიკურ იდეებს და ყოველთვის სჯერათ ერთმანეთის მხარდაჭერის. მათი ოცნებები ძალიან ჰგავს რთული პაზლის დეტალებს, რომელიც ნელ-ნელა ყალიბდება ერთიან იდილიურ ცხოვრებად. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ტყუპებსაც და მერწყულსაც ძალიან უყვართ დამოუკიდებლობა და ხშირად ატარებენ დროს ერთმანეთისგან ცალკე, მეგობრების წრეში. რაც არა თუ აფუჭებს, არამედ უფრო ამყარებს მათ ურთიერთობას.

A couple celebrating moving in to a new home

კირჩხიბი და თევზები

კირჩხიბსა და თევზებს ნამდვილი კოსმიური კავშირი აქვთ. წყლის სტიქიამ ისინი ოცნების ნიჭით და სამყაროს ემოციონალური აღქმის უნარით დააჯილდოვა. ხშირად, პირველივე ნახვის შემდეგვე უჩნდეთ შეგრძნება, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდნენ ერთმანეთს. მათთვის მარტივია თანაცხოვრება, რადგან ყოველთვის ობიექტურად აფასებენ ერთმანეთს, გულწრფელად შეუძლიათ შექება, თანაგრძნობა და მხარდაჭერა, მარტივად პოულობენ საერთო ენას, რადგან ძალიან ჰგვანან და ჩვევბიც კი, საერთო აქვთ. ორივე ნიშანი ფანტასტიკური ინტუიციის მფლობელია და ზუსტად გრძნობს მეორე ნახევრის სურვილებს, რაც ეხმარებათ მათ მტკიცე კავშირის ფორმირებასა და დიდი ხნით შენარჩუებაში. წყვილი იდეალურად შეეფერება ერთმანეთს ინტიმურ ცხოვრებაშიც, რადგან ორივეს ძალიან მოსწონს სიახლეები, მრავალფეროვნება და ეროტიკული თამაშები.

ლომი და მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნების ხანგრძლივი ურთიერთობის საფუძველი – ვნებაა. ორივეს შეუძლია დატკბეს ცხოვრებით და უყვარდეს ის, ვინც მასავით აღიქვამს სამყაროს. მათ კარგად იციან, რა უნდათ ცხოვრებისგან და ყოველთვის ეხმარებიან ერთმანეთს ნებისმიერი მიზნის მიღწევასა თუ სურვილის ასრულებაში. მშვილდოსანს თავისუფლად შეუძლია გახდეს  წინსვლის სტიმული ლომისთვის და შთააგონოს ის ახალ მიღწევებზე. თავად კი, ლომის მრავალფეროვნების წყალობით, უფრო პოზიტიურად შეხედოს სამყაროს. როგორც ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები, ისინი კარგად გრძნობენ ერთმანეთის საჭიროებას და მათი კავშირიც მყარია. ამ წყვილის გვერდით ყოველთვის ხალისი და მხიარულებაა, მათი სიყვარული კი, ყველაზე უგრძნობ და ცინიკურ ზოდიაქოს ნიშნებშიც კი, აღვიძებს გრძნობებს. მათ არ უჭირთ მოერგონ ყოველდღიურობას, რადგან ერთნაირი გემოვნება და პრინციპები აქვთ, რაც კიდევ უფრო ამყარებს ერთობლივ ცხოვრებას.

Young woman lying on mattress with man covering eyes of his girlfriend - Indoors

ქალწული და კურო

ქალწული და კურო – მიწის სტიქიის (და მიწიერი სურვილების) ორი  ნიშანია, რომელთაც შეუძლებელია არ შეუყვარდეთ ერთმანეთი. ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მათი ურთიერთობა ურთიერთ სარგებელს ან საიდუმლო შეთანხმებას ემყარება, რადგან ისინი ყოველთვის ძალიან მშვიდები და პრაქტიკულები, გაწონასწორებული და თავშეკავებულები არიან. თუმცა, არ ღირს მათ გულწრფელ გრძნობებში ეჭვის შეტანა. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი სწორად გაინაწილებენ როლებს, მათი სიყვარული მხოლოდ გაორმაგდება – კურო ყოველთვის ზუსტად საზღვრავს პრიორიტეტებს და ერთგვარი იდეური შთაგონების ფუნქციას ასრულებს (ნებისმიერ სხვა წყვილში პარტნიორის აქტიურობის ფონზე, ის აუცილებლად იჩრდილება), ქალწული კი, იდეალური სიზუსტით ახორციელებს ყველა ჩანაფიქრს.

სასწორი და ტყუპები

ზოდიაქოს ეს ნიშნები იდილიას ურთიერთობაში ძლიერი ინტელექტუალური კავშირის წყალობით აღწევენ. ტყუპებიც და სასწორიც ჰაერის სტიქიის წარმოამდგენლები არიან და ყოველთვის გონებრივი აქტიურობით გამოირჩევიან. ისინი დარწმუნებული არიან, რომ გონება პარტნიორის ყველაზე სექსუალური ორგანოა, ინტელექტუალური თამაშები კი, ბევრად უკეთ აღვიძებენ სურვილს, ვიდრე დაკუნთული აღნაგობა. ტყუპებსაც და სასწორსაც პარტნიორში  იუმორის გრძნობა და ქარიზმა უფრო ხიბლავს, ვიდრე გარეგნობა და იმიჯი. გარდა ამისა, ზოდიაქოს ორივე ნიშანი მეგობრობაზე აწყობს სასიყვარულო ურთიერთობას, ამიტომ ყოველთვის თავისუფლად შეუძლიათ გაუზიაროს მეორე ნახევარს საკუთარი სურვილები, განცდები და საიდუმლოებები, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ სასიყვარულო კავშირს.

South Africa, Cape Town, Rear view of young couple sitting at beach

მორიელი და კირჩხიბი

ორ ზედმეტად ემოციურ პარტნიორს არასდროს გამოსდის იდეალური წყვილის შექმნა. ისინი ან ანადგურებენ ერთმანეთს ან მუდმივ კონკურენციაში არიან, თუმცა, თუ წყვილიდან ერთი მორიელია, მეორე კი – კირჩხიბი, ასეთი კავშირი აუცილებლად სრულყოფილი იქნება, რადგან ისინი იდენტურად აღიქვამენ სამყაროს, საერთო მიზნები და ინტერესები აქვთ, ერთნაირად მომხიბვლელები, მგრძნობიარე და რბილები არიან. კირჩხიბს ძალიან მოსწონს მორიელის შემოქმედებითი ნატურა, მორიელი კი, ნაცნობობის პირებელი წუთებიდანვე იხიბლება კირჩხიბის სულიერი სამყაროთი. ამ წყვილს არასდროს ჭირდება ერთმანეთის გართობა, რადგან ერთად ყოფნა მათთვის უკვე კომფორტია.

მშვიდოსანი და ვერძი

ფეთქებადი წყვილი! სხვანაირად არც შეიძლება, რადგან მშვილდოსნის  და ვერძის ემოციონალურობა ხშირად ყველანაირ ზღვარს გადადის. თუმცა, უშრეტი ენერგია მათ მხოლოდ ეხმარება კავშირის გამყარებასა და ურთიერთობის განვითარებაში. ეს წყვილი ყოველთვის ახერხებს ოპტიმიზმის შენარჩუნებას და დიდად აფასებენ ერთმანეთის ველურ ენთუზიაზმს. მართალია, ბევრს ჰგონია, რომ განსხვავებული ტემპერამენტის ადამიანები ყველაზე უკეთ შეეფერებიან ერთმანეთს, მაგრამ ხშირად მსგავსი შინაგანი სამყაროს ადამიანებიც ქმნიან იდეალურ წყვილს, ერთად უმკლავდებიან ყველა ცხოვრებისეულ გამოცდას და სხვებთან ერთად, საკუთარ თავსაც უმტკიცებენ, რომ დაუძლეველი პრობლემა უბრალოდ არ არსებობს.

თხის რქა და კურო

ზოდიაქოს ნიშნებს შორის, თხის რქა და კურო ყველაზე ძლიერი ასტროლოგიური წყვილია, რადგან მათ მოთმინება, ერთგულება, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა აერთიანებთ. ინტიმურ ცხოვრებაში მათ სრული ჰარმონია აქვთ და ერთმანეთის საიდუმლო სურვილებსაც ერთი შეხებით გრძნობენ. მართალია, არც ერთი გამოირჩევა განსაკუთრებული რომანტიზმით, არც მეორე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ურთიერთობას ან ვნება აკლია ან სიურპრიზები. გარდა ამისა, თხის რქას და კუროს ის აქვთ, რაზეც ბევრი სხვა მხოლოდ ოცნებობს – მათ სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი და დარწმუნებული არიან, რომ განსაკუთრებული განძის მფლობელები არიან.

მერწყული და სასწორი

ზოდიაქოს ეს ნიშნები, გაცნობისთანავე ამჟღავნებენ ერთმანეთის მიმართ ინტერესს, მათი საუბრები კი, საათობით გრძელდება, რადგან სათქმელი და საერთო ყოველთვის ძალიან ბევრი აქვთ. ჰაერის სტიქიის ამ ნიშნების ურთიერთობა თითქმის მაგიურია,  რადგან მათი სიყვარულის გაგება და გააზრება ბევრს არ შეუძლია, ამიტომ  ეჭვებიც მრავლად უჩნდებათ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს სხვის აზრს, თუ ორმა ადამიანმა ზუსტად იცის, რა ხდება მათ გულსა და გონებაში. ცალ-ცალკე მერწყულიც და სასწორიც მაქსიმალურად ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი დამოუკიდებლობა და ინდივიდუალურობა. თუმცა, ერთმანეთის და სიყვარულის, ჰარმონიისა და ურთიერთგაგების მისაღწევად, ყოველთვის მზად არიან დათმონ ინტერესები და უღალატონ საკუთარ პრინციპებს, ასეთი კომპრომისი კი, მხოლოდ აძლიერებს მათ ურთიერთობას.

თევზები და მორიელი

კიდევ ერთი წყვილი, რომელიც ხშირად ინტუიტიურად იზიდავს ერთმანეთს. ამგვარი გრძნობის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია, რადგან მათი მიხვედრა, მხოლოდ საკუთარ თავზე გამოცდითაა შესაძლებელი. თევზები და მორიელი ერთმანეთს ხშირად ბრბოში პოულობენ და მართალია, მათი მიზნები და მოსაზრებები ხშირად  ძალიან განსხვავდება, მაგრამ ზოგადი ფასეულობები და შეხედულებები მათ მაინც საერთო აქვთ და სწორედ ესაა მათი მყარი ურთიერთობის მთავარი საწინდარი. ორივეს თავისუფლად შეუძლია მეორე ნახევრის აზრების გამოცნობა და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყოველთვის ერთიდაიგივეზე ფიქრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები