LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 ყველაზე გავრცელებული სიზმრის ახსნა

17267

“ახსენი სიზმარი და შეცვალე ცხოვრება,” – ამ სახელწოდებით, Lauri Quinn Loewenberg- მა თავის წიგნში, 14 ყველაზე გავრცელებული სიზმარი ახსნა.

1. კბილის გატეხვა ან ამოღება  კბილი სიზმარში ბევრნაირად აიხსნება. ხშირად, მას ისეთი ადამიანები ხედავენ, რომლებსაც კომუნიკაციის პრობლემა აქვთ ან რამე ისეთი თქვეს, რასაც მწარედ ნანობენ.

2. საყვარელი ადამიანის სიკვდილი  სიკვდილი ცვლილებებისა და კონკრეტული ამბის დასასრულის მომასწავებელია. ხოლო, თუ დასაფლავება დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში სასარგებლო ნაბიჯებს გადადგამთ.

3. გარბიხართ, მაგრამ მოძრაობა გიჭირთ  თუ სიზმარში გაქცევა გინდათ, მაგრამ მოძრაობა გიჭირთ, ეს ნიშნავს იმას, რომ დასახული მიზნების მისაღწევად საკმარისად არ მუშაობთ. ასევე, ეს სიზმარი გაფრთხილებთ, რომ დროა წინ წაიწიოთ, რადგან არსებული მდგომარეობა არ პროგრესირებს.

4. კლდიდან გადმოხტომა ან ორმოში ჩავარდნა  დაცემა, ჩამოვარდნა სიზმარში ხშირად ცხოვრებისეულ იმედგაცრუებებთან არის დაკავშირებული. ასევე, ამ სიზმარს მაშინ ვხედავთ, როცა არასწორი მიმართულებით მივდივართ, მაგალითად პირად ურთიერთობაში ან სამსახურში.

5. დედობა და ბავშვის ყოლა  სიზმარში ბავშვის ყოლა, რაღაც ახალის დასაწყისზე მიანიშნებს, რაც დიდ ყურადღებას მოითხოვს.

6. ფრენა – ამ სიზმარს ადამიანები მაშინ ხედავენ, როცა რთული სიტუაციიდან გამოდიან და თავისუფლების შეგრძნება აბედნიერებთ.

7. გამოცდაზე მოუმზადებლად მისვლა – თუ სიზმარში გამოცდაზე მოუმზადებლად მიხვედით, ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ან რაღაც თქვენი მოთმინების ზღვარს ტესტავს.

8. სწრაფი სიარული – ეს სიზმარი ხშირად ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებთან არის დაკავშირებული.

9. საზოგადოებაში შიშველი გამოჩენა – ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიზმარია. მას მაშინ ვხედავთ, როცა რეალურ ცხოვრებაში ყურადღების ცენტრში ვართ და გარშემომყოფები კრიტიკული თვალით გვიყურებენ.

10. პარტნიორის მოტყუება – თუ სიზმარში საყვარელ ადამიანს ატყუებთ, ეს სასიყვარულო სამკუთხედზე მიანიშნებს. შესაძლოა ეს ადამიანის ნაცვლად, კონკრეტული საქმეც იყოს, რაც თქვენს მთლიან ყურადღებას იპყრობს. ამის გამო კი პარტნიორი უკმაყოფილებას გამოხატავს.

11. საპირფარეშოში ყოფნა-საპირფარეშო და აბაზანა ხშირად იმ უნარებთან ასოცირდება, რომელთა საშუალებითაც ცხოვრებისეულ სირთულეებს უმკლავდებით. წყლით სავსე საპირფარეშო კი მიანიშნებს იმაზე, რომ ცხოვრებაში ბევრ რამეს მალავთ და დროა საიდუმლოს ფარდა ახადოთ.

12. ლამაზ ადგილას მოხვედრა – თუ სიზმარში მაგალითად, ულამაზეს ბაღში ხართ, ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში ან კარიერაში დროა გაიზარდოთ და წინ წახვიდეთ. მაგრამ, თუ სიზმარში სარდაფში მოხვდით, ეს წარსულთან ასოცირდება. საძინებელი ოთახი კი ინტიმურ ფიქრებს უკავშირდება.

13. მნიშვნელოვან შეხვედრაზე ან გამოცდაზე დაგვიანება-ეს სიზმარი ხშირად იმ ადამიანებს ესიზმრებათ, რომელებსაც საქმის შესრულება სწრაფად უწევთ, მაგალითად ჟურნალისტებს.

14. მანქანის სწრაფად მართვა – ეს სიზმარი ხშირად მოტივაციისა და ნებისყოფის სიმბოლოა. თუ სიზმარში მანქანის მართვისას კონტროლი დაკარგეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში გარკვეულ საკითხებთან გამკლავება გიჭირთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები