LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

168-ადგილიან თვითმფრინავში ბრიტანელი ერთადერთი მგზავრი აღმოჩნდა

67

ბრიტანელმა საბერძნეთის კუნძულ კორფუდან ბირმინგემში მიმავალი თვითმფრინავის ბილეთი დაჯავშნა და აღმოჩნდა, რომ ერთადერთი მგზავრი იყო.

28 წლის საად ჯილიანი საბერძნეთში მეგობრის ქორწილში გაემგზავრა. როდესაც ის ბირმინგემში ბრუნდებოდა, აეროპორტში უთხრეს, რომ ის რეისი Boeing 738-ის ერთადერთი მგზავრი იყო, თუმცა ბორტი 168 ადამიანზეა გათვლილი.

ბორტგამცილებლები მას შეხვდნენ ისე, თითქოს ეს ჯილიანის პირადი თვითმფრინავი იყო და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით გაუმასპინძლდნენ. კაცის თქმით, ის ერთადერთი მგზავრი იყო იმიტომ რომ რეისი კორფუ-ბირმინგემი ავიაკომპნიამ სულ ახლა აამოქმედა და მის შესახებ ბევრმა არ იცის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები