LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 აფეთქება ბაღდადში – დაღუპულია 6, დაშავებულია 24 ადამიანი

65

ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. ამის შესახებ ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო „სინჰუა“ წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მეორე აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები