LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის ფინანსური ჰოროსკოპი

134

დავაგროვოთ ფული თუ ჩავდოთ სარფიან საქმეში, სიამოვნებით დავხარჯოთ თუ თავი შევიკავოთ? – მოძებნეთ მინიშნებები 2016 წლის ფინანსურ ჰოროსკოპში.

 

 

ვერძი

თქვენი ფინანსური ჰოროსკოპი საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება. მართალია, წლის დასაწყისში მცირე მატერიალური პრობლემები შეგექმნებათ, მაგრამ მდგომარეობა მალე გამოსწორდება და ოქტომბრის თვეში ისეთ წარმატებას მიაღწევთ, როგორზეც არც კი გიოცნებიათ.

 

კურო

მომავალი წელი თქვენთვის ყველა სფეროში წარმატებულია და არც ფინანსები იქნება გამონაკლისი. განსაკუთრებით შემოსავლიანია ივნისი და აგვისტო. ნოემბერში შესაძლოა დამატებითი ძალებისხმევა  დაგჭირდეთ ჩანაფიქრის განსახორციელებლად, თუმცა, დარწმუნებული იყავით, რომ შედეგი ყველა თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს.

 

ტყუპები

მატერიალური მდგომარეობის გასაუჯობესებლად, თქვენთვის ყველაზე წარმატებული ივნისი, ივლისი და ოქტომბერია. სექტემბერში შანსი გექნებათ განახორციელოთ სერიოზული დაბანდება, რაც  საშუალებას მოგცემთ საკმაოდ მყარი ფუნდამენტი შეიქმნათ მომავლისთვის, თუმცა არ ღირს ფინანსების იღბლისთვის მინდობა, ამიტომ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და მხოლოდ შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.

 

Untitled-1

კირჩხიბი

თქვენთვის 2016 წელი ერთის მხრივ რამდენიმე ძვირფასი საჩუქრის მომტანია, მეორეს მხრივ კი – სერიოზული ტესტის გავლა მოგიწევთ ნებისყოფაზე.  ფინანსური წარმატების მისაღწევად საუკეთესო თვეებია  მარტი და ივლისი. განსაკუთრებული ყურადღება კი, მაისის ბოლო რიცხვებში გმართებთ, რათა ემოციებმა არ გადაწონოს ჯანსაღი აზრი.

 

ლომი

თქვენთვის 2016 წელი ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.  განსაკუთრებით აგვისტო და სექტემბერი გაგახარებთ, ზამთრში კი, იღბალი დროებით ზურგს შეგაქცევთ, ამიტომ გამოიჩინეთ მოთმინება და კარგად დათვალეთ ყველა დანახარჯი და შემოსავალი, რათა შეიმუშაოთ გონივრული ფინანსური სტრატეგია და მთელი წელი უზრუნველად გაატაროთ.

 

ქალწული

თქვენს მომავალ ფინანსურ წარმატებას ხელგაშლილი იუპიტერი განსაზღვრავს, რომელიც რამდენიმე თვე სწორედ თქვენს ზიდიაქოს ნიშანში იქნება, წასვლის წინ კი საკმაოდ სოლიდურ საჩუქარი დაგიტოვათ. ასე რომ ფინანსურ საკითხებში სანერვიულო არაფერი გაქვთ.

 

სასწორი

 

2016 წლის დასაწყისში თქვენი ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ სტაბილური იქნება, თუმცა გაზაფხულზე გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ. ნუ მიეცემით პანიკას და ფინანსების სიმცირის შიშით ნუ შეწყვეტთ ახალ პროექტებზე მუშაობას, რადგან ზაფხულის მოსვლასთან ერთად სიტუაციაც გამოსწორდება, იუპიტერის თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმობარგების შემდეგ კი, წარმატებაც გარანტირებული გექნებათ.

 

მორიელი

სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მთელი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ზაფხულში. ოქტომბერი და ნოემბერი მეტ-ნაკლებად მოგცემთ ამოსუნთქვის საშუალებას, რაც დაგეხმარებათ მოაწესრიგოთ ხარჯები და შემოსავლები, თუმცა, წლის ბოლოს ნაკლებად სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ, ამიტომ ეცადეთ იყოთ მშვიდად და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე.

 

მშვილდოსანი

გასული წლის კარიერული წარმატებები მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებაში მომავალ წელს აისახება. თქვენი მცდელობა ნამდვილად არ იყო ფუჭი, ამიტომ გარისკეთ კიდევ ერთხელ და დარწმუნებული იყავით, რომ მაისსა და ივნისში განხორციელებული ოპერაციები აუცილებლად შემოსავლიანი იქნება. პერსპექტიული აღმოჩნდება ნოემბერიც, რაც საშუალებას მოგცემთ შეადგინოთ wish list უკვე  2017 წლისთვის.

 

Untitled-1

თხის რქა

იანვრის დასაწყისში თქვენი ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ მყარი და სტაბულური იქნება.შემოსავლს გპირდებათ ივლისის თვეც, თუმცა დეკემბერი დაემსგავსება აზარტულ თამაშს. ამიტომ ზუსტად გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები და არ გარისკოთ ზედმეტად, რათა წლის ბოლოს არ აღმოჩნდეთ სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე.

 

მერწყული

თქვენ ძალიან გიყვართ საოცრებები, ამიტომ დამდეგი წელიც მაქსიმალურად ეცდება გაგაოცოთ ყველაფერში, მათ შორის ფინანსების სფეროშიც. თქვენი მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. რაც მთავარია, შემოსავალს არა ძირითადი სამუშაო, არამედ მოულოდნელი ახალი პროექტები მოგიტანთ. მიიღეთ სიამოვნება, თუმცა ნუ მოდუნდებით, რადგან მაისსა და აგვისტოში განსაკუთრებული წინდახედულობის გამოჩენა მოგიწევთ.

 

თევზები

2016 წელი თქვენთვის გამოცდის წელია, რადგან სატურნი ერთგვარ ტესტს მოგიწყობთ და თქვენს საქმიან გამოცდილებასთან ერთად საკუთარი პოზიციის და ინტერესების დაცვის უნარსაც შეგიმოწმებთ. მუშაობა საკმაოდ სერიოზულად მოგიწევთ, თუმცა არც ჯილდო გააცრუებს თქვენს იმედებს. ფინანსური კუთხით ყველაზე წარმატებული თქვენთვის მარტი, აპრილი და სექტემბერი იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები