LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21-ე საუკუნის ფობიები – იცით, რა არის სოციონეტფობია?

1586

მართალია, უცნაური შიშები კაცობრიობას ყოველთვის აწუხებდა, მაგრამ 21-ე საუკუნეში, ახალი დროების გავლენით ადამაინებს აბსოლუტურად განსხვავებული და ბევრად უცნაური ფობიები დასჩემდათ.

თანამედროვე შიშიები

1. ანტეფამაფობია – ჩვეულებრივ, ამგვარი ფობია ოფისის თანამშრომლებს უჩნდებათ, როცა ადამიანები საუბრობენ, მათ გამოჩენაზე კი, სწრაფად ჩუმდებიან.

2. აგმენოფობია – შიშია, რომ რიგი, რომელშიც დგახართ, უფრო ნელა მიიწევს წინ, ვიდრე მეზობელი რიგი, რომელშიც არ ჩადექით.

3. ანკრაოფობია – ამ ფობიით ის ადამიანები იტანჯებიან, ვისაც პანიკურად ეშინია ქარის და ყოველთვის დახურულ სივრცეში ურჩევნია ყოფნა.

4. ჰოროფობია – ცეკვის შიშით ახალგაზრდები ხშირად ამბობენ უარს მხიარულ წვეულებაზე წასვლაზე. ბევრს ამგვარი შიში სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება

5. ალოდოქსაფობია და კატაგელოფობია – სხვისი აზრის მოსმენის და დაცინვის ან მასხრად აგდების შიში ბევრს საკუთარი მოსაზრებისა და შეხედულებების დამალვას აიძულებს.

6. ატომოსოფობია და ნუკლეომიტოფობია – ამგვარი შიშები მათ სტანჯავთ, ვისაც ბირთვული იარაღის ეშინია და მუდმივად ატომური აფეთქების მოლოდინშია.

 

7. არაკიბუტიროფობია – არაქისის კარაქის სასაზე მიკრობის შიშით ბევრი უარს ამბობს უგემრიელესი პროდუქტის მიღებაზე. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამგვარი ფობია საკმაოდ გავრცელებულია.

8. სოციონეტფობია – სოციალური ქსელის შიში 21-ე საუკუნეში გაჩნდა. სხავთაშორის, სოციონეტფობია დევნის და თვალთვალის ფობიის თანამედროვე ვერსიაა.

9. კარბოფობია – ნახშირწყლების შიში ბევრს აიძულებს საერთოდ უარი თქვას შაქრისა და კრახმალის შემცველი პროდუქტის – ცომეულის, მაკარონის ნაწარმსა და კარტოფილზე მირთმევაზე.

 

10. ცენოფობია – თანამედროვე ადამიანებს ხშირად აწუხებთ ცარიელი ოთახების შიში. ცენოფობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავეჯითა და ინტერიერის სხვა ნივთებით გადავსებული ოთახები.

11. ქლოროფობია – საკმაოდ იშვიათი – მწვანე ფერის შიშია. ადამაინს ამგვარი ფობიით, ხეების, ბალახის და მწვანე ფერის ნივთების ეშინია.

12. კონსეკოტალეოფობია – იაპონური ჩხირების გამოყენების შიში, განსაკუთრებით ბოლო დროს გავრცელდა აზიური სამზარეულოს პოპულარობის ზრდასთან ერთად.

13. კიბერფობია – მართალია, მაღალი ტექნოლოგიის ერაში ვცხოვრობთ, მაგრამ საკმაოდ ბევრს დღემდე კომპიუტერის შიში აქვს. ამგვრი ფობიით ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლები იტანჯებიან, ვინც იძულებულია აითვისოს ახალი ტექნოლოგიები.

14. პოლიტიკოფობია – პოლიტიკის სიძულვილი ბევრს მძიმე ფობიაში გადასდის.

15. აუტოფობია – თამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული – მარტო დარჩენის შიშია. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადამიანი სულ უფრო მწვავედ გრძნობს საკუთარ მარტოობას

16. დომატოფობია – სწრაფად მზარდმა ქალაქებმა ცათამბჯენებით, 21-ე საუკუნეში ახალი ფობია – შენობების და განსაკუთრებით მაღალი ნაგებობების პანიკური შიში გააჩინა.

17. კაინოფობია – ახალი ნივთების, სიტუაციისა და ზოგადად ცვლილებების ყველაზე მეტად მას ეშინია, ვისაც რუტინული ცხოვრების წესის მიმდევარია.

18. ქრონოფობია – ამ ფობიით ის ადამიანები იტანჯებიან, ვისაც არასდროს ჰყოფნის დრო და სულ რაღაცის ვერ მოსწრების შიში აქვს.

19. რეტეროფობია – სიტყვის არასწორად დაწერის შიში განსაკუთრებით პოპულარული მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის გაჩენასთან ერთად გახდა.

15. რიტიფობია – ნაოჭების გაჩენის შიშის გავრცელების მთავარი მიზეზი ბოტექსის ინექციის პოპულარობა გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები