LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

21 მაისს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ჯავად ჯავადზადეს კონცერტს მართავს

130

21 მაისს, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოგიდგენთ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონტრაბასების ჯგუფის სოლისტის – ჯავად ჯავადზადეს კონცერტს პიანისტ ადილა ჯავადზადესთან ერთად.

კონცერტი დაგეგმილია მუსიკისა და დრამის თეატრში 19:30 საათზე. პროგრამაშია მხოლოდ პრემიერები. ორი  ნაწარმოები პირველად აჟღერდება საქართველოში და ამასთანავე გაიმართება ორი ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა.

დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები