LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ქართველი ტოპგოგონა, უცხოური საიტის მიხედვით, რომლებიც თქვენს ყურადღებას უნდა იმსახურებდნენ

268

ყაზახური საიტი look.tm აქვეყნებს სტატიას იმ ხუთი ქართველი ტოპგოგონას შესახებ, რომლებიც თქვენს ყურადღებას უნდა იმსახურებდნენ.

როგორც საიტი წერს, დემნა გვასალიას მიმართ მსოფლიო მოდის კანონმდებლების დიდ ყურადღებას ზოგადად ქართული მოდის მიმართ ყურადღებაც მოჰყვა, ამიტომაც გადაწყვიტეს, საკუთარ მკითხველს გააცნონ ხუთი ქართველი „ის გოგონა“.

პირველი თაკო ნაცვლიშვილია, რომელმაც, საიტის ცნობით, სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. „გოგონას ჯერ 20 წელი არ შესრულებია და მოდის სფეროში უკვე საკმაოდ დიდ სიმაღლეებს მიაღწია. ის მონაწილეობდა „კელვინ კლაინის“ სარეკლამო კამპანიაში, „ჯორჯო არმანის“, „ვერსაჩეს“, „დოლჩე და გაბანას“, „იოჯი იამამოტოს“ სამოსს წარმოადგენდა და „დიოს“ სახეც კი გახდა. წერდნენ იმის შესახებ, რომ „არმანის“ ერთ-ერთი ჩვენების დროს ლეონარდო დი კაპრიოს ყურადღებაც კი მიიქცია“.

შემდეგ ადგილს ჩამონათვალში იკავებს ნინო ელიავა – „ყველა ის გოგონა, რომელზეც ვსაუბრობთ, ვერ ხვდება „სთრით სთაილის“ მიმოხილვებში ისე ხშირად, როგორც ნინო ელიავა. ლონდონის მოდის კოლეჯის კურსდამთავრებული წარმატებული ბიზნესლედი გახლავთ. ნინო საქართველოში პოპულარულ ინტერნეტმაღაზია More is Love-ს ფლობს. ნინო აღნიშნავს, რომ ბიზნესის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა „ინსტაგრამმა“, მას აქვს ასევე თავისი ბლოგი. გოგონა ცნობილია, როგორც ეკლექტიკის თაყვანისმცემელი და დახეული ხულიგანური სამოსის მოყვარული“.

სიის შემდეგ პოზიციაზე ელენა მეტრეველი – „სთრით სთაილის“ ფოტოგრაფების კიდევ ერთი ამოჩემებული გოგონაა ელენა მეტრეველი, მხატვარი, ბრენდ „ფეტიშის“ კრეატიული დირექტორი და „ცენზურის გარეშე“-ს არტდირექტორი. მას უყვარს მრავალფეროვნება და ორიგინალური აქსესუარები, სახელი გაითქვა ეთნიკურ აქსესუარებში ახალი სიცოცხლის შთაბერვის უნარით, დიდი პოპულარობით სარგებლობს მის მიერ შექმნილი ჩანთებიც. ელენა თანამშრომლობს რამდენიმე ცნობილ ქართველ დიზაინერთან, მაგალითად,  რია ქებურიასა და ალექსანდრე არუთინოვთან. უყვარს სხვადასხვა ცნობილი ბრენდი, მაგრამ არასდროს აცვია ისეთი სამოსი, რომელზეც რომელიმე ბრენდის სახელი აწერია“.

ყაზახური საიტი კიდევ ერთ გოგონას წარმოგვიდგენს, ეს გახლავთ თამუნა წიკლაური – „ის დიზაინერია, ბრენდის „Iconique“ თანამფლობელი და აღიარებული ტრენდის დამამკვიდრებელი. „ინსტაგრამზე“ მას 200 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. თავის სტილს საკმაოდ თავმდაბლურად აღწერს: „ჩემს გარდერობში ბევრი კლასიკური სამოსია, ძირითადად, მშვიდ ფერებში, ყველაზე ხშირად ვატარებ თეთრს, შავსა და კრემისფერ ფერებს, ამ ყველაფერს ზოგჯერ ვახალისებ წითელი პომადით და კაშკაშა აქსესუარებით“. მისი სტილის სავიზიტო ბარათია მაღალწელიანი შარვლები და პერანგები. მის საყვარელ ბრენდებს შორისაა „მარჯიელა“ და „სელინი“.

სიის ბოლოში გახლავთ ანკა ციციშვილი – „ანკა ცნობილი მოდის ექსპერტია, ფლობს შოურუმს Indexflat. გოგონამ სახელი გაითქვა უნიკალური ქუჩის სტილის დამსახურებით. ის საინტერესოდ უხამებს არასტანდარტულ დიზაინერულ ნამუშევრებს საბაზისო სამოსს. გოგონა აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქართველ დიზაინერებს, მათ შორისაა რია ქებურია. მოსკოვში ანკა ქართველი დიზაინერების არაოფიციალურ წარმომადგენლად მიიჩნევა“.

აღსანიშნავია, რომ look.tm-ის მიერ წარმოდგენილ სიაში ხუთი გოგონადან ოთხი რუსეთში მოღვაწეობს. მხოლოდ ერთი – თაკო ნაცვლიშვილი ცხოვრობს საქართველოში და პერიოდულად საზღვრებს გარეთ იმყოფება საქმიანი ვიზიტებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g