LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლის შემდეგ პირველად, მაროკოში თოვლი მოვიდა (ფოტო, ვიდეო)

162

50 წლის შემდეგ პირველად, მაროკოში თოვლი მოვიდა. ამის შესახებ Morocco World News იუწყება. ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, უჩვეულო ამინდის მიზეზი ჩრდილოეთ ევროპიდან ცივი ჰაერის მასების გავრცელებაა.

ქვეყანა ცნობილია თავისი ცხელი ამინდით, თუმცა ამჟამად ჰაერის ტემპერატურა დაეცა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა ქვეყანაში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაეცა. უხვი ნალექის გამო, საჰაერო მიმოსვლა გართულებულია. უამინდობის მიუხედავად, მაროკოს მცხოვრებლები სიხარულით შეხვდნენ თოვლის მოსვლას.

სოციალურ ქსელებში დათოვლილი ქუჩების ფოტო და ვიდეო ვრცელდება.

 

https://www.youtube.com/watch?v=O3HQi5hxd2I

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები