LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

57 წლის ტილდა სუიტონი ახალგაზრდა ბოიფრენდთან ერთად კოლუმბიაში ისვენებს

86

ამ დღეებში, პაპარაცებმა ჰოლივუდის მსახიობი ტილდა სუიტონი თავის ბოიფრენდთან, მხატვარ სანდრო კოპთან ერთად გადაიღეს. წყვილის საზოგადოებაში გამოჩენა დიდ იშვიათობას წარმოადგენს, ამიტომ ცნობიმოყვარე ჟურნალისტებმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს და უამრავი კადრი გადაიღეს.

57 წლის ტილდა და 38 წლის სანდრო კარტაჰენას საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ესტუმრნენ. მათ ქალაქის ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერეს და ქუჩებში ფეხითაც გაიარეს.

შეგახსენებთ, რომ ტილდამ და სანდრომ ერთმანეთი 13 წლის, ფილმ „ნარბიას ქრონიკების“ გადაღებებზე გაიცნეს. იმ დროისთვის სუიტონი გათხოვილი იყო, თუმცა მაშინდელ მეუღლეს, სცენარისტსა და მხატვარს, ჯონ ბირნს ის მალევე დაშორდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები