LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 მილიარდი ოკუპირებულ აფხაზეთს – პუტინის გეგმები

75

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთი მომავალშიც აპირებს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საიმედო გარანტი იყოს.

„ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა. ჩვენ საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება“, – აღნიშნა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ 2017-19 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაგეგმილია 6 მილიარდი რუბლის ოდენობით ინვესტიციის განხორციელება.

პუტინის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საკითხს, რომელიც აფხაზეთის თანამედროვე სახელმწიფოდ გახდომას გულისხმობს ეფექტური და თვითკმარი ეკონომიკით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები