LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

72 წლის შერი ჯინსებითა და შლაპით სენ-ტროპეს სანაპიროზე (ფოტო)

276

შერისთვის 2018 წელი განსაკუთრებულად დატვირთული გამოდგა. მუსიკოსმა რამდენიმე წარმატებული კონცერტი ჩაატარა, ზაფხული კი „მამა მიას“ კინოპრემიერებს დაუთმო. ამჯერად კი 72 წლის ვარსკვლავი საფრანგეთის პრესტიჟულ კურორტ სენ-ტროპეზე ისვენებს, სადაც ის პაპარაცებმა გამოიჭირეს.

„ასაკის მიუხედავად, შერი დაბერებას არ აპირებს”, ამ სახელწოდებით სტატიას დღეს თითქმის ყველა წამყვანი გამოცემა აქვეყნებს. 72 წლის ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი ფანტასტიკურად გამოიყურება დაპრინტულ ჯინსის შარვალში, შლაპასა და სათვალეებში. ფოტოებიდან ჩანს, რომ სანაპიროზე ის უახლოეს მეგობართან ერთად  ნაყინს შეექცევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები