LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8-9 დეკემბერს თბილისში, კულტურის სამინისტროს ეგიდით, ფორუმი გაიმართება

54

2016 წლის 8-9 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, თბილისი ფართომასშტაბიან ფორუმს სახელწოდებით „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“ უმასპინძლებს.

ფორუმის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ, ამასთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, შემოქმედებითი სექტორისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება.

ფორუმის ფარგლებში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებსა და წარმატებულ გამოცდილებას. მოეწყობა პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების და ახალი ტექნოლოგიების როლი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში, ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის განვითარების ინიციატივები, „შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი საქართველოში“, კულტურული და ისტორიული ძეგლების როლი და სხვ.

ფორუმის ფარგლებში იგეგმება აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსისა და საქართველოს დელეგაციათა ხელმძღვანელების მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის“ მიღება, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეგიონულ თანამშრომლობას.

ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა; მხარდამჭერები – თბილისის მერია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი.

ფორუმი გაიმართება ტექნოპარკში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს.

unspecified1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები