LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის მანუჩარის მძიმე ამბავი – ბიჭი 2 წლის ძმას მარტო უვლის…

115

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე წერს გაჭირვებული პატარების შესახებ, რომელთაც საზოგადოების დახმარება სჭირდებათ. 8 წლის გაბრიელი, დედის გარდაცვალების შემდეგ, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და 2 წლის პატარა ძმას თითქმის მარტო უვლის, ოჯახის მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

თეონა გამოქვეყნებულ სტატუსში წერს:

„ამბავი ხდება რეალურ დროში, ახლა, ჩვენ გვერდით… ნამდვილი ადამიანებით, ამ ამბის შეცვლა შეგვიძლია ერთად და თქვენი დახმარება მჭირდება!

გიყვებით გაუსაძლის გაჭირვებაში მცხოვრებ 8 წლის მანუჩარზე, რომელიც 2 წლის ძმას, გაბრიელს თითქმის მარტო უვლის. ბავშვების დედა შარშან, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გაყიდეს ყველაფერი და ახლა სახლიც აღარ აქვთ, ოჯახს აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი დახმარება. ბავშვების მამას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა მუდმივად ეძებს სამსახურს, ხშირად გასულია და მანუჩარი მარტოა ხოლმე პატარასთან ერთად, ამიტომ სკოლაში თითქმის ვერ დადის.

ქირა ამ თვეში ვერ გადაიხადეს და ახლა ბავშვები ნათესავებთან, მძიმე სოციალურ პირობებში არიან.

სულ ვფიქრობ, შვილების რამხელა დარდი გაიყოლა დედამ… ამ კაცზე, რომელიც საჭმლის ფულისთვის მთელი დღე გასულია და ამ ორ პატარა ადამიანზე, რომლებსაც ბავშვობა კი არა, გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა აქვთ.

არ ვიცი, საიდან დავიწყო და რა გავაკეთო, ვისაც რა და როგორც შეგიძლიათ! ტანსაცმელი, პროდუქტი, ფინანსური დახმარება, თუნდაც ერთი თვის ქირა რომ გადავუხადოთ, რომ ბავშვები სახლში დაბრუნდნენ და მანუჩარმა ცოტა მაინც იაროს სკოლაში.

მე ჩემით რაც შემიძლია გავაკეთებ, მაგრამ როგორც წესი, როცა ვართ ბევრნი, სიკეთე გაცილებით მასშტაბური გამოგვდის…

Irina Tkemaladze და მე ხაზზე ვართ, მოვაგროვოთ მივუტანოთ და არ ვიცი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ.

მადლობა!“

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები