LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი უარყოფს ინფორმაციას, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკავების შემდეგ 5-ჯერ შესთავაზეს დაკითხვა

69

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკავების შემდეგ 5-ჯერ შესთავაზეს დაკითხვა.
მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა მომხდარიყო, თუმცა გუშინ პროკურაორებმა დაკითხვა არ განახორციელეს.
„ თუ პროკურორები ბადრაგირების პერიოდში მანქანაში ისხდნენ ბრალდებულთან ერთად და მაშინ სთავაზობდნენ დაკითხვას, ეს ჩემთვის უცნობია და ეს შეუძლებელი იყო“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები