LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის მტკიცებით, საკრებულოს დეპუტატის შვილს მამის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია

78

საკრებულოს დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის ადვოკატი უარყოფს პროკურორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ ჩვენება მისმა შვილმა მისცა.

„სისხლის სამართლის საქმეში ამ კატეგორიის ჩვენება შვილის მხრიდან მიცემული არ არის. პირად ვესაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ის ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თანამშრომლების მხრიდან თანხები გარკვეულწილად გროვდებოდა, რაზედაც ვდაობდით და ჩვენი პოზიციებიც დავაფიქსირეთ. თუმცა ის, რომ ეს ვინმესთან იძულების წესით ხდებოდა ან ქრთამის სახით, ან ვინმე ბარათიდან თანხას იღებდა, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია,“ – განაცხადა სულხან კაპანაძემ.

ამასთან, ადვოკატი საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებულ წინასწარ პატიმრობას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზურაბ ნეფარიძეს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ზურაბ ნეფარიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები