LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აეროპორტი სადაც ჩამოფრინდებით სულაც არაა პარიზთან ახლოს” – Wizzair – ის ახალ რეისებზე

261

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე Wizzair-ის ახალი რეისების დამატების შესახებ განმარტებებს აკეთებს.

ის კონკრეტულად ქუთაისი-პარიზის რეისზე წერს და ამბობს, რომ აეროპორტი, რომელშიც Wizzair-ის თვითმფრინავი დაფრინავს, პარიზიდან შორსაა.

სიშორის გარდა, მგზავრებმა, რომლებიც ამ რეისით ფრენას გადაწყვეტენ, დამატებითი ხარჯებიც უნდა გაითვალისწინონ.

“Wizzair-მა პარიზის რეისი დაამატა 2018 წლის მაისის თვიდან. აწი ქუთაისიდან პირდაპირ “მოდენთ ბრაგვანსს” საფრანგეთში მაგრამ არა პარიზში…. იმიტომ რომ, ბოვეს აეროპორტი “სულ რაღაც” საათნახევარის სავალზეა პარიზიდან (აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით გადიან ავრობუსები, ბილეთის ღირებულება 23 ევრო პლიუს 5 ევრო ბარგი) და 15 წუთის სავალზე პირველ დასახლებულ პუნქტ ბოვემდე საიდანაც მატარებელი ჩაგიყვანთ ამიენში (ბილეთის ღირებულება 8 ევრო) და ამიენიდან პარიზში (ბილეტის ღირებულება 25 ევრო) …… აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რამდენი ეღირება ბილეთი ქუთაისიდან პარიზამდე, რადგან,ერთი შეხედვით იაფი ვიზაირი სინამრვილეში სრულებითაც არ ყიდის იაფიან ბილეთებს ქუთაისის მიმართულებით ამის მაგალითი იყო ამ ზაფხულზე ვიზაირის მიერ გამოცხადებული ფასები რომლებიც თითქმის თურქიშის და ლუფგანზას ფასებს უტოლდებიდა….
PS ძალიან კარგია რომ, ქუთაისიდან საფრანგეთისკენ ახალი რეისი გაიხსნა მაგრამ, გაითვალისწინეთ რომ, აეროპორტი სადაც ჩამოფრინდებით სულაც არაა კომფორტული და მიტუმეტეს არც პარიზთან ახლოს…”, – წერს გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები