LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, ყველა საპარლამენტო ფორმატი იქნება გამოყენებული

35

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, ყველა საპარლამენტო ფორმატი იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით,  პარლამენტს აქვს კითხვები ამ საქმეზე. “ზოგადად, ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ კონკრეტული საქმის გამოძიებით. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აღნიშნული საქმის გამოძიებას. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა საპარლამენტო ფორმატი იქნება გამოყენებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები