LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფგან მუხთარლის საქმეზე ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

70

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მიიჩვევენ, რომ გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო საქმის ობიექტური და დეტალური გამოძიებისთვის, თუმცა პროცესი ცალსახად ფერხდება, რაც ლახავს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას საქართველოში.

“ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოხდეს საზოგადოების დეტალური ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ობიექტურად იქნას გამოძიებული აფგან მუხთარლის საქმე და დაისაჯონ დამნაშვეები.ამასთანავე, საქმისადმი არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, უზრუნველყოს შესაბამისი უწყებების პირველი პირების დაბარება და მათი მოსმენა კომიტეტზე მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. ხოლო საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა დროულად გაეცეს პასუხები აღნიშნული საქმის ირგვლივ არსებულ შეკითხვებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები