LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ქართული ავტობაზრობა, სადაც მომსახურება უფასოა

116

საქართველოში ახალი ავტობაზრობა გაიხსნა, რომელიც რუხის სავაჭრო ცენტრში განთავსდა. როგორც ”ფორტუნას” რუხის სავაჭრო ცენტის დირექტორმა, დათო მაჭავარიანმა განუცხადა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს ახალი სერვისით, სადაც მომსახურება სრულიად უფასოა.
”ახალი ავტობაზრობა უზრუნველყოფილია დასუფთავებით, დაცვით და აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით. უახლესი სტანდარტებით მოწყობილ ტერიტორიაზე განთავსებულია ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების გამოსაფენი სივრცეები. ამასთან, მომხმარებელს ავტო დიაგნოსტიკას ადგილზე სთავაზობს კომპანია „თეგეტა მოტორსი“, – აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე ინფორმაციით, ავტობაზრობის ტერიტორია სავაჭრო ცენტრის ცენტრალურ ნაწილშია წარმოდგენილი.

გარდა ამისა, ახალი ბრენდების შემოსვლის და განთავსების პროცესი რუხის სავაჭრო ცენტრში კვლავ გრძელდება. როგორც დათო მაჭავარიანმა განმარტა, ამ ეტაპზე მოლაპარაკება რამდენიმე ბრენდთან მიმდინარეობს. თუმცა, თანამშრომლობაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე, მათი გასაჯაროებისგან სავაჭრო ცენტრის დირექტორი თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.

სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის “საპარტნიორო ფონდმა” 15 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები