LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ან არასოდეს: მესის არგენტინის არ სჯერა და ფავორიტად სხვები მიაჩნია

98

ლიონელ მესის მიიჩნევს, რომ ესპანეთს, ბრაზილიას, გერმანიას და საფრანგეთს არგენტინაზე ძლიერი შემადგენლობები ჰყავთ.

”ოქროს ბურთის” ხუთგზის მფლობელმა საკმაოდ პესიმისტური განცხადება გააკეთა. რასაკვირველია მას სურს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი არგენტინამ მოიგოს, მაგრამ თავის ნაკრებს ფავორიტად არ მიიჩნევს.

”ჩვენ გვსურს გამარჯვების გემო გავიგოთ. ფინალში სამჯერ გავედით, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ, რადგან ალბათ ღმერთს არ სურდა. ახლა ჩვენ ჩვენსავე თავთან ვართ ვალში. ხალხის არაფერი გვმართებს, რადგან ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით მოედანზე.

იყო ასე ახლოს ტიტულთან, მაგრამ ვერ მოიგო – ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. ყველას ერთი განწყობა გავქვს: ახლა ან არასოდეს!

დიახ, რეალობა ასეთია. ჩვენ არ ვართ ფავორიტები. ჩვენზე ძლიერი გუნდები მუნდიალზე საკმაოდ ბევრი იქნება.მაგალითად ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ბრაზილია. ვფიქრობ, ისინი ჩვენზე მაღლა დგანან. ისინი ფავორიტებად მიმაჩნია, – განუცხადა მესიმ Diario Sport-ს.

 

არგენტინა დამარცხდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ასევე კოპა ამერიკა 2015-ის და 2016-ის ფინალებში.

მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა D ჯგუფში ისლანდიის, ხორვატიისა და ნიგერიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები