LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკ ბოლდუინი შვილის გულწრფელმა ფოტოებმა აღაშფოთა

59

როგორც ჩანს, ახალგაზრდა ბოლდუინები კიდევ დიდხანს არ მოასვენებენ სახელოვან მამებს. სტივენის ქალიშვილს – ჰეილის ჯასტინ ბიბერთან აქვს რომანი, ალეკის ქალიშვილი აირლენდი კი, თავისი გულახდილი ფოტოებით არცხვენს მამას, რადგან რამდენიმე დღის წინ საკმაოდ პროვოკაციული ფოტო გამოაქვეყნა Instagram-ში, რომელიც ძალიან არ მოეწონა ალეკს.

“იყავი განსაკუთრებული!” – მიაწერა ფოტოს აირლენდმა, უფროსმა ბოლდუინმა კი, რომელიც არასდროს სწყალობდა სოციალურ ქსელს, ვერ მოითმინა და ქალიშვილს მკაცრად უპასუხა: “არა! უბრალოდ არა!” არ ჩამორჩნენ ბოლდუინებ არც აირლენდის თაყვანისმცემლები, რომელთაც მკაცრ მამას ქალიშვილისთვის მეტი თავისუფლების და თვითგამოხატვის უფლების მიცემისკენ მოუწოდეს.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის აირლენდი, რომელიც სხვადასხვა ჟუნრალებისთვის მუშაობს მოდელად, არც აქამდეც ერიდებოდა საცურაო კოსტუმში პროვოკაციული ფოტოების გამოქვეყნებას, თუმცა როგორც ჩანს, მამა ვერაფრით შეეგუა ქალიშვილის თავნებობას.

stay extra 📸: @phatmango

A post shared by Ireland Basinger-Baldwin (@irelandbasingerbaldwin) on

a little @solidandstriped in the desert 🌵

A post shared by Ireland Basinger-Baldwin (@irelandbasingerbaldwin) on

thinking about puppies

A post shared by Ireland Basinger-Baldwin (@irelandbasingerbaldwin) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები