რეალითი შოუს ვარსკვლავსა და ბიზნესვუმენს, კიმ კარდაშიანს, 46-ე დაბადების დღეზე ამჟამინდელმა იმიჯმეიკერმა ლოუ როუჩმა განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო. მან მას ლეგენდარული მსახიობის, ელიზაბეტ ტეილორის ექსკლუზიური Bvlgari-ს ზურმუხტისა და ბრილიანტის ყელსაბამი და საყურეები მოარგო.
მაკენა გრეისმა, რომელიც „შიმშილის თამაშების“ პრეისტორიის მომავალ ნაწილში მთავარ როლს ასრულებს, წითელ ხალიჩაზე ფურორი მოახდინა. მსახიობი ფილმის ლონდონურ პრემიერაზე გამოეწყო კაბაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია კინოსურათის - The Hunger Games: Sunrise on the Reaping სიუჟეტთან და ვიზუალურად 50-ე „შიმშილის თამაშების“ არენას განასახიერებს.
დუა ლიპა საზოგადოებისა და მოდის კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. მომღერალი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ WSJ. Magazine Innovator Awards-ის წითელ ხალიჩაზე ექსტრავაგანტური და რეტრო სტილით გამოჩნდა, რაც სოციალურ ქსელებში მალევე გახდა განხილვის მთავარი თემა.
ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა Wall Street Journal-ის ყოველწლიურ, რიგით მე-16 Innovator Awards-ს უმასპინძლა. ღონისძიებას, რომელიც ხელოვნების, მოდის, ტექნოლოგიებისა და გასართობი ინდუსტრიის ლიდერებს აერთიანებს, არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი დაესწრო.
Disney Channel-ის ყოფილმა ვარსკვლავებმა და მრავალწლიანმა მეგობრებმა, სელენა გომესმა და დემი ლოვატომ, გულშემატკივრებს ნამდვილი ნოსტალგიური სიურპრიზი მოუწყვეს. 28 ოქტომბერს, სელენას კოსმეტიკურმა ბრენდმა Rare Beauty ოფიციალურად წარადგინა ახალი შეზღუდული კამპანია სახელწოდებით - Still Making Each Other Blush.
Deadline-ის თანახმად, ჰოლივუდში ახალი, ვარსკვლავური საახალწლო კომედიის - Naughty გადაღებები იგეგმება, რომელშიც მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი და რეჯინა ჰოლი შეასრულებენ. ფილმს რეჟისორი ოლივია უაილდი გადაიღებს, პროექტის დისტრიბუციაზე კი Universal Pictures იზრუნებს.
ტელევარსკვლავმა და ბიზნესვუმენმა კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის - SKIMS-ის ყოველწლიური, ყველაზე მოთხოვნადი საშობაო კოლექციისთვის სარეკლამო კამპანია წარადგინა. წლევანდელი სადღესასწაულო ფოტოსესია განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან კიმმა მასში მონაწილეობის მისაღებად თავისი ოთხივე და - კორტნი, ქლოი, კენდალი და კაილი მიიწვია.
,,სვაროვსკიმ'' ახალი სადღესასწაულო კამპანია სახელწოდებით - JOY: The Swarovski Musical წარადგინა, რომლის მთავარი გმირი ბრენდის გლობალური ელჩი - არიანა გრანდეა.
კიმ კარდაშიანი მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. იურიდიული დრამის, All's Fair მეორე სეზონის პრომოუშემის ფარგლებში, კარდაშიანი რომში დახვეწილი და ამავდროულად პროვოკაციული იმიჯით წარდგა. სერიალში მთავარ როლს სწორედ რეალითი შოუს ვარსკვლავი და ბიზნესლედი ასრულებს.
ვივიენსა და მამამისს შორის წლებია დაძაბული ურთიერთობაა, რაც მისი გენდერული ტრანზიციის საკითხსაც უკავშირდება. მამა-შვილს ამ ეტაპზე არანაირი კონტაქტი არ აქვთ