26 ოქტომბერს ნეშვილის სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დარბაზის ახალი წევრების სია აგვისტოს შუა რიცხვებში გახდა ცნობილი.
მრავალთვიანი მოლოდინისა და ფანების აქტიური მოთხოვნის შემდეგ, ჰარი სტაილზმა სიმღერის - Coming Up Roses კლიპი გამოუშვა. ტრეკი არტისტის მეოთხე სტუდიური ალბომის - Kiss All the Time. Disco, Occasionally. რიგით მეოთხე სინგლია, რომელმაც ვიზუალური ეკრანიზაცია მიიღო.
დრეიკმა 40 წლის იუბილე განსაკუთრებული მასშტაბით აღნიშნა. კანადელმა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავმა ნიუ-იორკში, ექსკლუზიურ სივრცე - Casa Cipriani-ში, გრანდიოზული და მდიდრული წვეულება მოაწყო. საღამოს 400-ზე მეტი უახლოესი მეგობარი და ოჯახის წევრი ესწრებოდა, თუმცა მთავარი სიურპრიზი 90-იანების ლეგენდარული ბენდის, Backstreet Boys-ის სცენაზე გამოჩენა გახდა.
ალიშა ქისი იტალიური Vogue-ის ნოემბრის ნომრის სახეა. ჟურნალთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მომღერალმა გაამჟღავნა, რომ მის მომავალ სტუდიურ ალბომს Lovers Rose ერქმევა და ის მეუღლესთან, Swizz Beatz-თან კოლაბორაციული პროექტი იქნება.
რეპერი, პროდიუსერი და ბიზნეს-მაგნატი ჯეი-ზი ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ჩემპიონატზე წარდგება. აღნიშნული განცხადება NFL-მა, Apple Music-მა და თავად არტისტის გასართობმა კომპანია Roc Nation-მა ორშაბათს ღამით, ტრადიციული Monday Night Football-ის მსვლელობისას გაავრცელეს.
ელვის პრესლის სიმღერების საავტორო უფლებების მფლობელებმა სასამართლოში უჩივლეს კომპანია Anthropic-ს, რომელიც პოპულარული ჩატბოტ - Claude-ის შემქმნელია. მოსარჩელეები კომპანიას როკ-ენ-როლის ლეგენდის 274 სიმღერის უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ და კომპენსაციის სახით 41 მილიონ აშშ დოლარზე მეტს ითხოვენ.
დონალდ ტრამპმა მიჩიგანში გამართულ მიტინგზე ნიკი მინაჟის ფიზიკურ მონაცემებზე ისაუბრა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ პორტ-ჰურონში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა სცენიდან დარბაზში მყოფ რეპერს მიმართა და მის გარეგნობას გაუსვა ხაზი.
ჯენეტ ჯექსონი და მისი ელიოტი მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ, მტკიცე და გავლენიან მეგობრულსა და შემოქმედებით ტანდემს ქმნიან, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტს ითვლის.