LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა ბრუნო მარსის მამა, პიტერ ჰერნანდესი

148
photo-collage.png (2)

74 წლის ასაკში, ბრუნო მარსის მამა, პიტერ ჰერნანდესი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია არტისტმა საკუთარ Instagram-გვერდზე გამოქვეყნებული ემოციური პოსტით გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მომღერლის თქმით, მან მამა უკანასკნელად გასულ კვირას ნახა. ბრუნომ პოსტში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მამის როლს მის ცხოვრებასა და კარიერაში. ასევე აღნიშნა, რომ სწორედ მან ასწავლა ყველაფერი მუსიკის შესახებ და აღზარდა მისი და-ძმები.

„ჩემ თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო და ყოველდღე მომენატრება, სანამ კვლავ არ შევხვდებით. მიყვარხარ, მამა. დედას აკოცე მანდ ზემოთ ჩემ მაგივრად“, – წერს მუსიკოსი გამოსამშვიდობებელ წერილში.

ცნობისთვის, ბრუნო მარსის დედა, ბერნადეტ სან პედრო ბაიოტი, 2013 წელს, 55 წლის ასაკში, თავის ტვინის ანევრიზმით გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები