ელვის პრესლის სიმღერების საავტორო უფლებების მფლობელებმა სასამართლოში უჩივლეს კომპანია Anthropic-ს, რომელიც პოპულარული ჩატბოტ - Claude-ის შემქმნელია. მოსარჩელეები კომპანიას როკ-ენ-როლის ლეგენდის 274 სიმღერის უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ და კომპენსაციის სახით 41 მილიონ აშშ დოლარზე მეტს ითხოვენ.
დონალდ ტრამპმა მიჩიგანში გამართულ მიტინგზე ნიკი მინაჟის ფიზიკურ მონაცემებზე ისაუბრა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ პორტ-ჰურონში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა სცენიდან დარბაზში მყოფ რეპერს მიმართა და მის გარეგნობას გაუსვა ხაზი.
ჯენეტ ჯექსონი და მისი ელიოტი მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ, მტკიცე და გავლენიან მეგობრულსა და შემოქმედებით ტანდემს ქმნიან, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტს ითვლის.
ქანთრი მუსიკის ასოციაციამ (CMA) და ტელეკომპანია ABC-მ ლეგენდარულ არტისტს დოლი პარტონს ორსაათიანი სპეციალური პირდაპირი ეთერით მიაგეს პატივი. საღამო სახელწოდებით - CMA Presents I Will Always Love You: A Celebration of Dolly Parton ნეშვილში, ბელმონტის უნივერსიტეტის ფიშერის ცენტრში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მუსიკალური სამყაროს უამრავმა ვარსკვლავმა მიიღო.
Blue ეგვიპტელ ფანებს დაუვიწყარ ნოსტალგიურ საღამოს ჰპირდება. დაფუძნებიდან 25 წლის აღსანიშნავი ტურნეს ფარგლებში, ლეგენდარული ბრიტანული პოპ-ბენდი 24 ოქტომბერს კონცერტს ეგვიპტეში, კერძოდ კი ახალ ადმინისტრაციულ დედაქალაქში გამართავს.