LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი ფორმულა 1-ის აბუ-დაბის გრან-პრის ჰედლაინერად დასახელდა

427
photo-collage.png (13)

ჯენიფერ ლოპესი ფორმულა 1-ის აბუ-დაბის გრან-პრიზე გამოვა. არტისტის პერფორმანსი 4 დეკემბერს, Yas Island-ზე გამართული პარასკევის ტრადიციული „რბოლის შემდგომი კონცერტის“ ფარგლებში გაიმართება და Formula 1-ის 2026 წლის სეზონის დახურვას მიეძღვნება.

არსებული ცნობებით, მომღერალი დაგეგმილ შოუზე შემოქმედების ყველა დროის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ Formula 1-ის ფარგლებში ჯეი ლოს გამოსვლის გამოცდილება უკვე აქვს. ის 2025 წელს საუდის არაბეთის გრან-პრიზე წარდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები