LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის მორიგი თავბრუდამხვევი პერფორმანსი დევიდ გეტასთან ერთად

202
photo-collage.png (6)

დევიდ გეტა Stade de France-ზე გრანდიოზულ შოუს, სახელწოდებით – The Ultimate Monolith Show მართავს. დიჯეი ამ პროექტით მსოფლიოს გარშემო უკვე 3 წელია მოგზაურობს.

ეს არის ფრანგი დისკ-ჟოკეის კარიერაში ყველაზე ამბიციური პროექტი, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთის უდიდეს სტადიონზე 3 დიდი პერფორმანსი შედგება. როგორც ცნობილია, სამივე კონცერტზე ჯამში 240,000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ შოუ მსმენელს განსაკუთრებულ ვიზუალურ და აუდიო გამოცდილებას სთავაზობს.

შოუს მთავარი დეტალი მონუმენტური კონსტრუქციაა, რომელიც სცენის ცენტრში დგას. 25 მეტრის სიმაღლის ვერტიკალური ნაგებობა ფორმით ფანტასტიკური ფილმების მისტიკურ ობიექტს, მონოლითს ჰგავს.

სამ დღიანმა კონცერტების სერიამ სტარტი 11 ივნისს აიღო.

პირველ საღამოს გეტას სპეციალური სტუმრებიც შეურთდნენ.

აუდიტორიისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა სცენაზე ჯენიფერ ლოპესის გამოჩენა. მათ ერთად შეასრულეს თავიანთი ახალი საერთო სიმღერა – Save Me Tonight. ამის შემდეგ, ლოპესმა On the Floor იმღერა, რასაც 80,000-იანი სტადიონი ერთხმად აჰყვა.

ჯენიფერი დიჯეის პულტზეც კი ავიდა, რათა ხალხი უფრო მეტად გაემხნევებინა.

The Ultimate Monolith Show არის დევიდ გეტას კარიერაში ყველაზე დიდი, ძვირადღირებული და ამბიციური პროექტი, რომელიც სპეციალურად სტადიონებისთვის შეიქმნა. ის წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ ვიზუალურ შოუს, რომლის მთავარი მიზანია ელექტრონული მუსიკა და უახლესი ტექნოლოგიები ერთმანეთს ისე შეერწყას, რომ მაყურებელმა თავი შოუს ნაწილად იგრძნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები