ჰოლივუდის სავაჭრო პალატამ იმ ცნობილი ადამიანების სია გაასაჯაროვა, რომელთაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავებს გაუხსნიან. შერჩევის სპეციალურმა კომისიამ საერთო ჯამში გასართობი ინდუსტრიის 6 სხვადასხვა კატეგორიაში ვარსკვლავის მინიჭების 32 კანდიდატი დაასახელა.