LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ შერზინგერი, დევიდ გეტა, ლილ უეინი, პედრო პასკალი – ცნობილია, ვინ მიიღებენ ვარსკვლავებს ჰოლივუდის დიდების ხეივანში

114
photo-collage.png (56)

ჰოლივუდის სავაჭრო პალატამ იმ ცნობილი ადამიანების სია გაასაჯაროვა, რომელთაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავებს გაუხსნიან. შერჩევის სპეციალურმა კომისიამ საერთო ჯამში გასართობი ინდუსტრიის 6 სხვადასხვა კატეგორიაში ვარსკვლავის მინიჭების 32 კანდიდატი დაასახელა.

ცნობილი გახდა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვარსკვლავებს მიიღებენ: ლილ უეინი, დევიდ გეტა, სია, კაროლ ჯი, Linkin Park, The Smashing Pumpkins, The Ramones და სხვები.

საინტერესოა, რომ ნიკოლ შერზინგერს ვარსკვლავს თეატრალურ სცენაზე მიღწეული წარმატებისთვის მიანიჭებენ. მიუზიკლში – Sunset Boulevard ნორმა დესმონდის როლის ბრწყინვალე შესრულებისთვის მან Tony Award მიიღო.

დიდების ხეივანს შეემატება ასევე პედრო პასკალის, იდრის ელბას, კეიტ ჰადსონისა და დაკოტა და ელ ფენინგების ვარსკვლავებიც.

აღსანიშნავია, რომ დები ფენინგები ვარსკვლავებს ისტორიაში პირველ, ერთობლივ ორმაგ ცერემონიაზე მიიღებენ.

როგორც წესი, დასახელებულ ნომინანტებს ორი წელი აქვთ იმისთვის, რომ თავად დაგეგმონ ვარსკვლავის გახსნის ოფიციალური ცერემონია.

გასართობი ინდუსტრიის 6 სხვადასხვა კატეგორიაში ვარსკვლავის მინიჭების კანდიდატთა სრული სია:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები