LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული მოვლენა – ჰოლივუდის დიდების ხეივანში მაილი საირუსს ვარსკვლავი გაუხსნეს

190
photo-collage.png

22 მაისს, მაილი საირუსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი სახელობის ვარსკვლავი ოფიციალურად მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მაილი გახდა ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში, კონკრეტულად კი, 1990-იან წლებში დაბადებული პირველი ხელოვანი, ვინც ხეივანში ვარსკვლავი მიიღო.

33 წლის არტისტს ჰოლივუდის კომერციულმა პალატამ ვარსკვლავი Recording კატეგორიაში გაუხსნა, რაც ხაზს უსვამს მის მუსიკალურ გავლენას, რომელიც 20 წელს ითვლის. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მსახიობი, ანია ტეილორ-ჯოი და დიზაინერი, დონატელა ვერსაჩე. ცერემონიას ესწრებოდნენ მაილის ოჯახის წევრები და ბოიფრენდი, მაქს მორანდო.

შეგახსენებთ, რომ მაილი საირუსი ჰოლივუდის დიდების ხეივნის 2026 წლის კლასის წევრად ჯერ კიდევ 2025 წლის ივლისში დასახელდა.

ჰოლივუდის დიდების ხეივანში მაილი საირუსის ვასკვლავი გაიხსნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები