LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას ჰიტი, რომლის შესრულებაზე ნიკოლ შერზინგერმა უარი თქვა – არტისტის კარიერული გადაწყვეტილებები, რომლებიც სანანებელი გაუხდა

190
photo-collage.png (4)

უახლეს ინტერვიუში, ნიკოლ შერზინგერმა იმ კარიერული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სანანებელი გაუხდა.

არტისტი გამოტყდა, რომ სიმღერაზე – We Found Love, რომელიც მოგვიანებით რიანას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰიტად იქცა, უარი თქვა.

შერზინგერმა განმარტა, რომ იმ პერიოდში ძალიან დაკავებული იყო და სიმღერის დემო ვერსიას სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია.

მისივე თქმით, იმ დროს ბევრი საცეკვაო ტრეკი ჰქონდა და სურდა, ამ ჟანრისგან ცოტა ხნით დაესვენა.

მომღერალმა აღიარა, რომ ეს მისი შეცდომა იყო და სინანულით დასძინა – „მე ეს სიმღერა უბრალოდ გამოვტოვე“.

აღსანიშნავია, რომ We Found Love-ის გარდა, ნიკოლმა უარი თქვა სხვა ცნობილ სიმღერებზეც, მათ შორის ლედი გაგას ჰიტზე – Just Dance და ჯგუფ, The Black Eyed Peas-ში გაწევრიანებაზე, სადაც მისი ადგილი ფერგიმ დაიკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები