LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Met Gala-ს კულმინაციური წყვილი – რიანასა და A$AP Rocky-ის ტრადიციული გამოჩენა კოსტიუმების წვეულებაზე

257
photo-collage.png (5)

რიანასა და A$AP Rocky-ის ერთობლივი გამოჩენა Met Gala-ზე თანამედროვე მოდის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ტრადიციას საფუძველი 2021 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ წყვილი წითელი ხალიჩის ბოლო, კულმინაციური მომენტის სიმბოლოდ იქცა.

კოსტიუმების წლევანდელ წვეულებაზეც, ვარსკვლავები ტრადიციულად გვიან გამოჩნდნენ და წითელი ხალიჩის ცერემონია დახურეს.

მომღერალს ეცვა Maison Margiela-ს სკულპტურული, მეტალის დეტალებით გაფორმებული კაბა. სამოსი გამოირჩეოდა 115 000-ზე მეტი ბროლის მძივითა და ანტიკვარული სამკაულებით, რომლის ემბლემაზეც 1380 საათი დაიხარჯა. მას თავზე არტ-დეკო სტილის თავსაბურავი ეხურა.

რეპერი Chanel-ის ვარდისფერ მოსასხამში იყო გამოწყობილი, რომელსაც შავი ატლასის ლაპელები და ბუმბულის კამელიის აქსესუარი ჰქონდა. როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, ვარდისფერი ფერი მათი ქალიშვილის, როკი აირიშის პატივსაცემად აირჩია.

ცნობისთვის, რიანა და A$AP Rocky მესამე შვილის მშობლები 2025 წლის სექტემბერში გახდნენ.

ვიდეო: რიანა და A$AP Rocky მეოთხე შვილს ელოდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები