LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბედ ბანის გამორჩეული ვიზუალი Met Gala-ზე, რის გამოც ის the Weeknd ეგონათ

113
photo-collage.png (2)

ბედ ბანის ვიზუალი წლევანდელ Met Gala-ზე ერთ-ერთ გამორჩეულად შეფასდა.

პუერტორიკოელი არტისტი წითელ ხალიჩაზე საკუთარი თავის 50 წლის შემდგომი ვერსიით წარდგა.

აღსანიშნავია, რომ მომღერლის ტრანსფორმაცია სრულად პასუხობდა ღონისძიების თემას — Costume Art და კოსტიუმების ინსტიტუტის გამოფენის ერთ-ერთ სექციას, The Aging Body.

შემსრულებლის გარდასაქმნელად ყოველი ნაოჭი და ლაქა ხელოვნურად იყო შექმნილი, რათა ის მაქსიმალურად რეალისტურად დაბერებულიყო.

მას ეცვა Zara-სთან კოლაბორაციით შექმნილი შავი სმოკინგი, რომლის დიზაინში თავადაც მონაწილეობდა. აქსესუარების სახით იყენებდა Cartier-ის სამკაულებსა და საათს, ასევე ხელჯოხს, რაც ,,ხანდაზმული ბენიტოს” იმიჯს ასრულებდა.

საინტერესოა, რომ ბევრს ის თავდაპირველად the Weeknd-ში აერია, რადგან მსგავსი იმიჯი ამ უკანასკნელის ალბომის – Dawn FM (2022) თემატური და კონცეპტუალური ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები