LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბრინა კარპენტერის სამი განსხვავებული იმიჯი Met Gala-ზე – ღონისძიებაზე არტისტმა პერფორმანსი გამართა

153
photo-collage.png (1)

საბრინა კარპენტერი წლევანდელი Met Gala-ს ერთ-ერთი საპატიო და მნიშვნელოვანი სტუმარი იყო. არტისტი ღონისძიების მასპინძელთა კომიტეტის წევრი გახლდათ.

ამ სტატუსის აღსანიშნავად წითელ ხალიჩაზე მას ეცვა ჯონათან ანდერსონის მიერ Dior-ისთვის კინემატოგრაფიული ელფერით შექმნილი კაბა, რომელიც დამზადებული იყო 1954 წლის ფილმის – Sabrina ორიგინალური კინოფირებისგან. კლასიკურ ფილმში მთავარ როლს, ოდრი ჰეპბერნი ასრულებს.

კოსტიუმების წვეულების სტუმრებს კარპენტერმა მასპინძელთა კომიტეტის წევრობის გათვალისწინებით, სიურპრიზიც მოუწყო.

მას შემდეგ, რაც საღამოს სტუმრებმა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში მოიყარეს თავი და გალა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა, მომღერალი სცენაზე შემოქმედების საუკეთესო ჰიტების შესრულებით წარდგა.

კადრები, რომლებიც ქსელში მოხვდა ცხადყოფს, რომ შემსრულებელმა დენდურის ტაძრის წინ, ენერგიული შოუ გამართა.

ამასთან, ყველასთვის მოულოდნელად, მის პერფორმანსს სტივი ნიქსი შეუერთდა. ორი თაობის ვარსკვლავმა ერთად Fleetwood Mac-ის ჰიტი – Landslide იმღერა.

მუსიკალური სანახაობის განმავლობაში, საბრინამ ორი განსხვავებული იმიჯი მოირგო.

წარმოდგენის პირველ ნაწილში მას ეცვა ,,ვერსაჩეს” ვინტაჟური კაბა, რომელიც 1991 წლის პოპ-არტ კოლექციის რეინტერპრეტაციას წარმოადგენდა და დეკორირებული იყო ენდი უორჰოლის მიერ შექმნილი მერილინ მონროსა და ჯეიმს დინის პორტრეტების პრინტებით.

მოგვიანებით, საბრინამ ტანისამოსი გამოიცვალა და ბობ მაკის ოქროსფერი, ფოჩებიანი კაბა მოირგო.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ,,ვალენტინოს” ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა ბოდე, რომელიც კარპენტერს Met Gala-ს შემდგომ წვეულებაზე ეცვა. Afterparty-ის ის მადონასთან ერთად მასპინძლობდა.

ცნობისთვის, საბრინა კარპენტერის დებიუტი Met Gala-ზე, 2022 წელს შედგა. მას შემდეგ ის ღონისძეიბაზე, 2024 და 2025 წლებში გამოჩნდა.

Paco Rabanne (2022)

Oscar de la Renta (2024)

Louis Vuitton (2025)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები