LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონასა და საბრინა კარპენტერის ახალი მუსიკალური ვიდეო, რომელშიც ჯულია გარნერი მონაწილეობს

136
photo-collage.png (22)

მადონამ საბრინა კარპენტერთან ერთობლივ ტრეკზე – Bring Your Love კლიპი გამოაქვეყნა. ვიზუალური ნამუშევრის ფრაგმენტი მადონას მუსიკალურ ფილმში – Confessions II გამოჩნდა.

მადონამ მუსიკალური ფილმი გამოუშვა, რომელშიც საბრინა კარპენტერი, გვენდოლინ კრისტი და კეიტ მოსი მონაწილეობენ

სიმღერა არის მადონას რიგით მე-15 სტუდიური ალბომის, Confessions II ლიდ სინგლი. ალბომი, რომელიც 3 ივლისს გამოვა, მისივე საკულტო, 2005 წლის ალბომის – Confessions on a Dance Floor გაგრძელებას წარმოადგენს. ბევრი კრიტიკოსი და მსმენელი მომავალ პროექტს იმ ეპოქის თავისებურ გაგრძელებას უწოდებს, რომელმაც მომღერალს მსოფლიო ჰიტები და პოპულარობის ახალი ტალღა მოუტანა.

მადონას ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ინფორმაცია ორი თაობის ვარსკვლავს შორის კოლაბორაციის შესახებ ოფიციალურად აპრილში, ,,კოაჩელაზე’’ გასაჯაროვდა, როცა კარპენტერს, როგორც ფესტივალის ერთ-ერთ ჰედლაინერს, მეორე უიკენდზე პერფორმანსისას მადონა სცენაზე, მოულოდნელად შეუერთდა. სიმღერის პრემიერა სწორედ ,,კოაჩელაზე’’ შედგა.

ისტორიული მომენტი, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა – საბრინა კარპენტერის პერფორმანსს ,,კოაჩელაზე” მადონა შეუერთდა – პოპის დედოფალი ფესტივალზე 20 წლის შემდეგ წარდგა

საინტერესოა, რომ მუსიკალურ ვიდეოში მონაწილეობს ,,ემის’’ ლაურეატი მსახიობი, ჯულია გარნერი, რაც სიმბოლური ჟესტია. როგორც ცნობილია, გარნერმა უნდა განასახიეროს მადონა მუსიკოსის ბიოგრაფიულ ფილმში, რომელიც წლებია მზადების პროცესშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები