MTV-ის მუსიკალური ვიდეოების 43-ე დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია.
მუსიკალური პრემიის ყველაზე მეტი ნომინაცია, მადონას მიენიჭა. ის 11, მათ შორის, ,,წლის არტისტის” ნომინაციაშია წარდგენილი, სადაც მისი კონკურენტები: არიანა გრანდე, ბრუნო მარსი, მორგან უოლენი, საბრინა კარპენტერი და ტეილორ სვიფტი არიან. შარშანდელი დაჯილდოების ტოპ ნომინანტი და ტრიუმფატორი, ლედი გაგა გახლდათ.
9 ნომინაციაშია წარდგენილი ტეილორ სვიფტი. აღსანიშნავია, რომ MTV Video Music Awards-ის ისტორიაში ის ყველაზე ტიტულოვანი შემსრულებელია.
7–7 ნომინაცია შეხვდათ არიანა გრანდესა და საბრინა კარპენტერს.
არტისტები, რომელთაც MTV Video Music Awards-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვთ მიღებული
დაჯილდოების თემატურ, მთავარ ნომინაციაში – ,,წლის ვიდეო” გამარჯვებისთვის არიანა გრანდეს, ბრუნო მარსის, GENER8ION-ის, მადონას, საბრინა კარპენტერისა და ტეილორ სვიფტის ბოლო დროის ტოპ ჰიტების კლიპები იბრძოლებენ.
MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება, 27 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. შოუს წამყვანის ვინაობა, ამ ეტაპზე უცნობია.