LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არტისტები, რომელთაც MTV Video Music Awards-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვთ მოგებული

194
photo-collage.png (2)

ტეილორ სვიფტი, ბიონსე და ლედი გაგა – ეს ის არტისტები არიან, რომელთაც MTV Video Music Awards-ის 42 წლიან ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვთ მოგებული.

დაჯილდოების რეკორდსმენი ტეილორ სვიფტია, რომლის ანგარიშზე 30 ,,მთვარის კაცია”.

ბიონსე კი დაჯილდოების 28-გზის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ ბიონსესთვის მინიჭებულ ჯილდოებს შორისაა სპეციალური პრემია – ,,მაიკლ ჯექსონის სახელობის ვიდეო ავანგარდის ჯილდოც”, რომელიც 2014 წელს გადაეცა. ამ დრომდე ტეილორ სვიფტს არც ერთი სპეციალური პრემია მიუღია.

თემატურ რეიტინგში მესამე პოზიციას Video Vanguard Award-ის ჩათვლით, მადონა იკავებდა. შარშანდელი დაჯილდოების შემდეგ, ის ტოპ სამეულში ლედი გაგამ ჩაანაცვლა. ამჟამად, ამ უკანასკნელს MTV-ის მუსიკალური ვიდეობის დაჯილდოებაზე 22-ჯერ, ხოლო ,,პოპის დედოფალს” 20-ჯერ აქვს ჯილდო მიღებული. ლედი გაგას პრიზებს შორისაა Tricon Award, რომელიც 2020-ში პირველად გაიცა.

ლედი გაგას ტრიუმფი MTV Video Music Awards-ზე – არტისტი დაჯილდოებაზე მივიდა, შემდეგ კი კონცერტის გასამართად წავიდა

საუკეთესო ხუთეულში 15 მიღებული ჯილდოთი, ემინემი შედის. სვიფტის მსგავსად, სპეციალური პრემიის რეციპიენტი აქამდე არც ის გამხდარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები