LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონას, შაკირას, ჯასტინ ბიბერის, BTS-ისა და სხვა ვარსკვლავების ისტორიული პერფორმანსი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

202
photo-collage.png

საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, ფინალის შესვენებაზე Super Bowl-ის სტილის, გრანდიოზული მუსიკალური შოუ გაიმართა.

11-წუთიან პერფორმანსში არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობდა.

შოუ 67 წლის მადონამ გახსნა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უპირობო სტატუსი. პოპის დედოფლის გამოსვლა წინასწარ ჩაწერილი ვიდეორგოლით დაიწყო, სადაც ის სტადიონის მიწისქვეშა გვირაბებში გოლფის მანქანით გადაადგილდებოდა და 2000-იანი წლების ჰიტს – Music ასრულებდა. განსაკუთრებული სიურპრიზი იყო ის, რომ ამ მანქანაში მასთან ერთად ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდები – რონალდო და რონალდინიო ისხდნენ. ვიდეოდან ისინი პირდაპირ „მეტლაიფ სტედიუმის“ მინდორზე, ცოცხალ ეთერში გამოჩნდნენ.

მომდევნო წუთები BTS-ს დაეთმო. ჯგუფმა 2020 წლის სინგლი – Dynamite იმღერა.

სამხრეთ კორეული ბენდი ჯასტინ ბიბერმა ჩაანაცვა. ჯეი ბიმ შარშან, სიურპრიზად გამოშვებული ალბომიდან – Swag II, გიტარის აკომპანიმენტით, სიმღერა – Everything Hallelujah შეასრულა.

წარმოდგენა შაკირამ დახურა, რომლის გამოჩენას უდიდესი ოვაციები მოჰყვა. Burna Boy-ისა და უგანდური საცეკვაო დასის თანხლებით, მან 2026 წლის მუნდიალის ჰიმნი – Dai Dai წარადგინა.

შოუს მთავარი კურატორი Coldplay-ის ვოკალისტი, კრის მარტინი იყო, რომელმაც სანახაობაში მონაწილეობა თავადაც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ შოუ არ ყოფილა მხოლოდ კომერციული ვარსკვლავების კონცერტი, მას გამოკვეთილი ჰუმანიტარული ხაზი ჰქონდა.

სპორტისა და მუსიკის ამგვარმა სინთეზმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც ქსელში აღნიშნავენ, პერფორმანსმა ფინალური მატჩი კიდევ უფრო სანახაობრივი გახადა.

ცნობისთვის, 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები