ანჯელინა ჯოლი ლოს-ანჯელესში მარტინ მაკდონას ახალი ფილმის, „ველური ცხენის“ (Wild Horse) სპეციალურ ჩვენებას დაესწრო. ფოტოებს pagesix ავრცელებს.
51 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე ფილმის რეჟისორთან და მთავარი როლის შემსრულებელთან, ჯონ მალკოვიჩთან ერთად გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ჯოლისა და მალკოვიჩს წარსულში ერთად კლინტ ისტვუდის ფილმზე „ჩანაცვლება“ (Changeling) უმუშავიათ.
მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ფილმში არ მონაწილეობს, ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. მსახიობმა ამჯერად თავისუფალი სტილის ელეგანტური სამოსი შეარჩია, ეს გახლდათ გრძელი შავი პიჯაკი, შესაბამისი შარვალი და თეთრი ტოპი.
ანჯელინა ჯოლი კვლავინდებურად მშვენიერია – 51 წლის მსახიობის უახლესი გამოჩენა
საკბილოს ძიებაში – 51 წლის ანჯელინა ჯოლიმ ღრმა დეკოლტეთი მიიქცია ყურადღება