LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია ანჯელინა ჯოლის პირველი რეაქცია ბრედ პიტის ალკოჰოლთან დაბრუნების შესახებ – რას ამბობს ენჯი

351
Untitled design (2)

ცოტა ხნის წინ 62 წლის ბრედ პიტმა გამოცემა Esquire-თან ინტერვიუში ალკოჰოლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შვიდწლიანი თავშეკავების შემდეგ, ალკოჰოლის მიღება კვლავ დაიწყო.

„შვიდი წელი ფხიზელი ვიყავი, ახლა კი ისევ დავუბრუნდი ალკოჰოლს“ – ბრედ პიტის ვრცელი ინტერვიუ და შოკისმომგვრელი აღიარებები

მალევე ანჯელინა ჯოლის პირველი რეაქციის შესახებ გახდა ცნობილი.

„ის არ გაკვირვებულა. ანჯელინა ცდილობდა, ბრედის დამოკიდებულების შესახებ გარშემომყოფები გაეფრთხილებინა. მას ყოველთვის სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან ის კვლავ დაუბრუნდებოდა ალკოჰოლს“, – ციტირებს ჯოლისთან დაახლოებულ წყარო.

ინსაიდერის თქმით, მსახიობი ასევე არ მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში ალკოჰოლისგან თავშეკავებამ ბრედ პიტი სრულად შეცვალა ან მის შინაგან პრობლემებს ბოლო მოუღო.

„ენჯი ფიქრობს, რომ ალკოჰოლზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ პიტის პრობლემები გაქრა. მას არ სჯერა, რომ ბრედი სხვა ადამიანად იქცა. მისთვის ბრედი ისევ ბრედია და ვერც თავშეკავება და ვერც საკუთარი თავის თავიდან გააზრების მცდელობა შეცვლის მას“, – აცხადებს წყარო.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები გახდა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის ქორწინების კრახის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ 62 წლის ბრედ პიტი მართლაც უბერებელია – მსახიობი Esquire-ის გარეკანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები