LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვიდი წელი ფხიზელი ვიყავი, ახლა კი ისევ დავუბრუნდი ალკოჰოლს“ – ბრედ პიტის ვრცელი ინტერვიუ და შოკისმომგვრელი აღიარებები

110
Untitled design

ბრედ პიტმა თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდის შესახებ გულწრფელად ისაუბრა. 62 წლის მსახიობმა Esquire-თან ახალ ინტერვიუში აღიარა, რომ ის ოჯახურ პრობლემებთან გამკლავების პერიოდში თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა.

პიტის თქმით, ეს მხოლოდ მისი ცხოვრების „ერთი პატარა პერიოდი“ იყო, თუმცა იმ დროს ემოციური ტკივილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გამოსავალს ვეღარ ხედავდა.

ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ 62 წლის ბრედ პიტი მართლაც უბერებელია – მსახიობი Esquire-ის გარეკანზე

ახლა, წლების შემდეგ, მსახიობი ამბობს, რომ ამ გამოცდილებამ მის ცხოვრებაზე ღრმა კვალი დატოვა.

ბრედიმა Esquire-თან საუბრისას გაიხსენა პერიოდი, როდესაც ემოციური ტკივილი იმდენად მძიმე გახდა, რომ თვითმკვლელობა მისთვის თითქოს ტკივილისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა იყო.

„არასდროს მქონია თვითმკვლელობის სურვილი, გარდა ერთი პატარა პერიოდისა. იმ დროს უბრალოდ ვიფიქრე, რომ აღარ შემეძლო, გამოსავალს ვეღარ ვხედავდი. იმდენად მძიმე იყო ეს ტკივილი, რომ… ვგრძნობდი, თითქოს ტყვიის ცივი ლითონი ჩემს თავში იყო და ეს შვებას ჰგავდა“, – იხსენებს პიტი.

როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, უკავშირდებოდა თუ არა ეს პერიოდი შვილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, პიტმა მხოლოდ მოკლედ უპასუხა:

„ოჯახურ ამბებს“.

მან არ ისურვა თემის უფრო დეტალურად განხილვა და დაამატა:

„ამაზე გავჩერდეთ.“

„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც შვილებს მეორე მშობლის სიძულვილს ასწავლიან“ – ბრეტ პიტი „აგონიურ“ მდგომარეობაშია – მსახიობთან დაახლოებული პირის ინტერვიუ

ბრედმა აგრეთვე შვიდი წლის შემდეგ, ალკოჰოლთან დაბრუნება აღიარა.

„შვიდი წელი ფხიზელი ვიყავი. ახლა კი ისევ დავუბრუნდი ალკოჰოლს. რამდენიმე ჭიქა შემიძლია, მაგრამ ბევრი არა“, – თქვა მან სიცილით.

თუმცა მსახიობი განმარტავს, რომ ამჯერად სასმელს გაცილებით უფრო შეზღუდულად მოიხმარს.

პიტის პირადი ცხოვრება ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით რთული იყო. ის და ანჯელინა ჯოლი 2016 წელს დაშორდნენ, მათი განქორწინების პროცესი კი წლების განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ 2024 წელს დასრულდა. ყოფილ წყვილს ექვსი შვილი ჰყავს, სამი ნაშვილები, სამი კი ბიოლოგიური. გასულ თვეს ექვსივემ ოფიციალურად უარი განაცხადა მამის გგვარზე.

მზად ხარ ანჯელინა? – ბრედ პიტი ყოფილ მეუღლეს სასამართლოში უჩივის – დეტალები ახალი სარჩელის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები