LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც შვილებს მეორე მშობლის სიძულვილს ასწავლიან“ – ბრეტ პიტი „აგონიურ“ მდგომარეობაშია – მსახიობთან დაახლოებული პირის ინტერვიუ

920
Untitled design (21)

ბრედ პიტთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, მსახიობი „აგონიურ“ მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისმა შვილებმა, ზაჰარამ და მედოქსმა, გვარის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს და სასამართლოს ოფიციალურად მიმართეს.

მამის საჯარო უარყოფა – ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის შვილებმა სასამართლოს ოფიციალურად მიმართეს, რა წერია განცხადებაში

ინსაიდერის თქმით, პიტი მიიჩნევს, რომ ყოფილი მეუღლე, ანჯელინა ჯოლი, წლების განმავლობაში შვილებს მის წინააღმდეგ განაწყობდა.

„ეს ძალიან სამწუხარო სიტუაციაა, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც შვილებს მეორე მშობლის სიძულვილს ასწავლიან. ნებისმიერი მშობელი, რომელსაც განზრახ ჩამოაშორებენ საკუთარი შვილების ცხოვრებას, ბუნებრივია, ამას ძალიან განიცდის“, – განაცხადა წყარომ.

მედიის ცნობით, 21 წლის ზაჰარამ და 24 წლის მედოქსმა სასამართლოს გვარის შეცვლის მოთხოვნით უკვე მიმართეს. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, მათ სურთ უარი თქვან ორმაგ გვარზე, „ჯოლი-პიტზე“ და მხოლოდ „ჯოლი“ დაიტოვონ.

„არცერთი შვილი აღარ სცემს პატივს ბრედს იმის გამო, რაც მან მათი დედის მიმართ გააკეთა. მათ კარგად ახსოვთ, რამდენად მძიმე იყო მშობლების ქორწინების პერიოდი , მუდმივი კონფლიქტები და დაძაბულობა. ბავშვები ყოველთვის უფრო ახლოს იყვნენ დედასთან. ბრედი ხშირად ეუბნებოდა, რა არ უნდა გაეკეთებინათ, ხოლო ანჯელინა მათ მეტ თავისუფლებას აძლევდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი დედისკენ უფრო მიილტვოდნენ“, – აღნიშნა ინსაიდერმა.

საბედისწერო შეხვედრა გარდაუვალია! – ანჯელინა ჯოლის უახლესი გამოჩენა და ბრედ პიტთან განახლებული სასამართლო პროცესი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები