ანჯელინა ჯოლი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ლოს-ანჯელესში, სტუდიო სიტის რაიონში დააფიქსირეს.
51 წლის მსახიობი ყოველდღიური, ელეგანტური სტილის სამოსში იყო გამოწყობილი. სრულად შავ „ლუქს“ ჯოლიმ დიდი ზომის მზის სათვალე შეუხამა.
აღსანიშნავია, რომ მსახიობი ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან განახლებული სასამართლო დავის ფონზე გამოჩნდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, 62 წლის ბრედ პიტმა სასამართლოს მეშვეობით ანჯელინა ჯოლის 2017–2019 წლების საგადასახადო დეკლარაციებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების მიღება მოითხოვა.
ცნობისთვის, დავა ყოფილი მეუღლეების საერთო ფრანგულ ღვინის მამულს, „შატო მირაველს“ უკავშირდება.
ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის მრავალწლიანი სამართლებრივი დავა, რომელიც განქორწინებისა და საერთო ქონების გაყოფას უკავშირდება, კვლავ განახლდა და თუკი ინსაიდერებს დავუჯერებთ, ყოფილი ჰოლივუდური წყვილის შეხვედრა უკვე გარდაუვალია.
„ყველაფერი ახლა იწყება!“ – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შესახებ უახლესი დეტალები ვრცელდება
