უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა, თუმცა ექს-ქმრისგან მტკიცე უარი მიიღო.
როგორც Daily Mail საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, 2016 წელს კერძო თვითმფრინავში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ანჯელინა ჯოლი შერიგების შესაძლებლობას განიხილავდა, თუმცა ბრედ პიტმა ურთიერთობის განახლება არ ისურვა.
„ყველაფერი ახლა იწყება!“ – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შესახებ უახლესი დეტალები ვრცელდება
წყაროს თქმით, ბრედ პიტმა წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადადგა საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად. მისი განცხადებით, მსახიობმა სრულად აღიარა პასუხისმგებლობა თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტზე, ბოდიში მოიხადა, გაიარა რეაბილიტაციის კურსი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოჯახისთვის მიყენებული ზიანი შეემსუბუქებინა.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობა 2004 წელს დაიწყო, წყვილი ოფიციალურად 2014 წელს დაქორწინდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 2016 წელს დაშორდნენ, ქონების გაყოფისა და შვილებზე მეურვეობის საკითხებთან დაკავშირებული მრავალწლიანი სასამართლო დავების გამო მათი განქორწინება საბოლოოდ იურიდიულად მხოლოდ 2024 წლის ბოლოს დასრულდა.
ყოფილ მეუღლეებს ექვსი შვილი ჰყავთ, ნაშვილები მედოქსი, პაქსი და ზაჰარა, ასევე ბიოლოგიური შვილები, შაილო, ნოქსი და ვივიენი.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ბრედ პიტი ინეს დე რამონს ხვდება. ანჯელინა ჯოლის პირადი ცხოვრების დეტალები კი მკაცრად გასაიდუმლოებულია.
„ასე გასრულდა ამბავი“ – ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტი დაამარცხა

