ცოტა ხნის წინ, 62 წლის ბრედ პიტმა გამოცემა Esquire-თან ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. საუბარი ეხებოდა მის კარიერას ირად ცხოვრებას, ურთულეს პერიოდსა და ალკოჰოლთან დაბრუნების საკითხს.
ახლა კი მედიაში ინტერვიუდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, რამაც საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებულად მიიპყრო.
ჟურნალ Esquire-თან ინტერვიუში ბრედ პიტმა გაამხილა, რომ პროფესიული თვალი მას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არ ასვენებს და ცუდი სამსახიობო თამაში იმდენად აღიზიანებს, რომ გარკვეული ჟანრის ყურება უბრალოდ არ შეუძლია.
მსახიობმა ჯერ ფეხბურთელების სიმულაციები და ზედმეტად დრამატული დაცემები გააკრიტიკა და იხუმრა, რომ მთელი სასწავლო პროგრამა აქვს მომზადებული, რათა ნეიმარს დამაჯერებლად დაცემა ასწავლოს, შემდეგ კი განაცხადა, რომ ის პორნოგრაფიას არ უყურებს.
„ცუდი თამაში ჭკუიდან მშლის. აი, სწორედ ამიტომ ვერ ვუყურებ პორნოგრაფიას, იქ ხომ საშინელი სამსახიობო შესრულებაა!“, – განაცხადა ბრედმა და სწორედ ამ ფრაზამ მოიცვა მთელი სოციალური მედია.
ბრედ პიტის სიტყვები და მისი რეაქცია, როცა მას შვილების შესახებ დაუსვეს შეკითხვა

