ცოტა ხნის წინ 62 წლის ბრედ პიტმა გამოცემა Esquire-თან ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის ალკოჰოლზე, მან განაცხადა რომ 7 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაიწყო სმა. ასევე გაიხსენა მძიმე პერიოდი და აღიარა, რომ ის ოჯახურ პრობლემებთან გამკლავების პერიოდში თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.
თუმცა ინტერვიუს ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო მონაკვეთი შვილების საკითხს შეეხო.
როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, უკავშირდებოდა თუ არა ეს ურთულესი პერიოდი შვილებთან დაკავშირებულ პრობლემებს და რა ხდება ამჟამად მათ ურთიერთობაში, პიტს სახე შეეცვალა და მხოლოდ მოკლედ უპასუხა:
„ოჯახურ ამბებს, ამაზე გავჩერდეთ!“, – მან არ ისურვა თემის უფრო დეტალურად განხილვა.
შეგახსენებთ, გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ პიტის ექვსივე შვილმა მამის გვარზე ოფიციალურად განაცხადა უარი.
ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ 62 წლის ბრედ პიტი მართლაც უბერებელია – მსახიობი Esquire-ის გარეკანზე
ცნობილია ანჯელინა ჯოლის პირველი რეაქცია ბრედ პიტის ალკოჰოლთან დაბრუნების შესახებ – რას ამბობს ენჯი

