ჩოგბურთის ქალთა ფინალის დროს, სადაც ერთმანეთს არინა საბალენკა და ელენა რიბაკინა დაუპირისპირდნენ, განსაკუთრებულ სტუმრებს შორის ბრედ პიტი და მისი პარტნიორი, ინეს დე რამონიც იმყოფებოდნენ.
62 წლის მსახიობს ცისფერი მაისური ეცვა და ამავე ფერის ქუდი ეხურა. რაც შეეხება 33 წლის ინესს, მან განსაკუთრებული, ვინტაჟური „ლუქით“ მიიპყრო ყურადღება.
მას ეცვა „დიორის“ ჯონ გალიანოს პერიოდის არქივიდან შერჩეული გაზეთის პრინტის მინი კაბა. სწორედ ამ იმიჯის გამო გახდა დე რამონი მსოფლიო მედიისა და საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი.
„ამ ლუქით თავი დაისამარა ამ ქალმა“, „ეს არჩევანი საბედისწერო გახდება მისთვის“, „შავი ლაქა მის მოდურ არსებობაში“, – არ წყდება კომენტარები.
წყვილი მთელი ფინალის განმავლობაში ეხუტებოდა და განსაკუთრებულ სითბოს ამჟღავნებდა ერთმანეთის მიმართ.
ბრედ პიტის ქარიზმატული ფლირტი რჩეულთან – რა ეცვა ინეს დე რამონს